თავში

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო - ეკონომიკურ კავშირებზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები, ენერგეტიკა და სხვ.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობაზე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, როგორიცაა ბაქო - თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესებმა განიხილონ ახალი საქმიანი წინადადებები, შეიძინონ ახალი პარტნიორები და უკეთ განავითარონ ბიზნეს კავშირები, ხოლო ფორუმზე გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system