თავში

ნათია თურნავა: დღეში სულ მცირე 50 ბიზნესს გადავამოწმებთ

ნათია თურნავა: დღეში სულ მცირე 50 ბიზნესს გადავამოწმებთ
ნათია თურნავა: დღეში სულ მცირე 50 ბიზნესს გადავამოწმებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, საკარანტინო პირობებში ოპერირების გაგრძელების მსურველი ბიზნესის მხრიდან ლიცენზიის მოსაპოვებლად მომართვიანობა მაღალია, თუმცა განსაკუთრებით გამოირჩევა სამშენებლო სექტორი და საშენ მასალათა სექტორი.

მინისტრი ამას იმით ხნის, რომ ქვეყანაში ბოლო დრომდე მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობდა.

"რამდენიმე ასეული აპლიკაციაა უკვე შევსებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სხვა კოლეგებიც. ვაანალიზებთ ამას ჯერ ჩვენს უწყებებში, მაგრამ პარალელურად ვსვამთ შემოწმების გეგმებში. შემოწმებისთვის ყველა ინსპექტორატი არის მობილიზებული, ყველა ჩვენი შემოწმების რესურსი არის ამისთვის მომართული. დღეში სულ მცირე 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ. მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა ბიზნესში, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმში“, - განაცხადა თურნავამ. 

შეგახსენებთ, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით შეჩერებულები არიან და მუშაობის განახლება სურთ, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system