თავში

ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს
ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

ნორვეგიაში, ბარენცის ზღვის შელფში ნავთობის ახალი მარაგები კომპანია Vår Energi-მ აღმოაჩინა.  ახალ საბადოზე კომპანია  65-დან 100 მილიონამდე ბარელი მარაგების მოცულობას ელოდება. 

Vår Energi-ს 25 საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების 140-ზე მეტი ლიცენზია აქვს. ამჯამად, კომპანია დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

უახლოეს მომავალში ნავთობისა და გაზის ახალ მარაგებს აღმოაჩენენ შავი ზღვის შელფშიც, ქართულ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საქართველოში ნავთობის ძიება-მოპოვებას OMV PETROM-ი იწყებს.  ქართულმა მხარემ OMV Petrom-ს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი უკვე გაუფორმა და ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.  ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით.

OMV Petrom-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული OMV Group - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოში კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო. შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაციაა, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

ცნობისთვის, კავკასიაში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთია, ხოლო სამხრეთ კავკასიაში ამ ნედლეულის ეღტადერთი ექსპორტიორია აზერბაიჯანი. საქართველოში ნავთობისა და გაზის მცირე წარმოებაა და ის ძირითადად ტრანზიტის როლს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ნავთობისა და გაზის მარაგები ამ ქვეყნებში ასე გამოიყურება:

თურქეთი აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მომხმარებელი და სატრანზიტო ქვეყანაა. ის, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელს უწყობს ნედლეულის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას ევროპისათვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, ოკუპაციისგან გათავისუფლებული ყარაბაღის ტერიტორიების ნახშირწყალბადური პოტენციალი 200 მილიონ ტონა ნავთობსა და 250 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system