თავში

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის პროექტში ჩართვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის პროექტში ჩართვას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის პროექტში ჩართვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას განცხადებით მიმართა და რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული რეგიონის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთის "საკანონმდებლო ორგანოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა" 4 თებერვალს ამ საკითხზე სხდომა გამართა, რომელზეც "კომიტეტის თავმჯდომარემ", ასტამურ ლოგუამ განაცხადა რომ "აფხაზეთი უნდა განიბლოკოს“.

"იმედი გვაქვს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აფხაზეთი გახდეს ამ პროექტის მონაწილე თანაბარი პირობებით... 21-ე საუკუნე არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს იზოლაციის პოლიტიკა, აღიარებულ იქნას თანამედროვე რეალობები და ნორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს", –განაცხადა ლოგუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system