თავში

OPEC+ დაგეგმილ სხდომას კორონავირუსის გამო გადადებს

OPEC+ დაგეგმილ სხდომას კორონავირუსის გამო გადადებს
OPEC+ დაგეგმილ სხდომას კორონავირუსის გამო გადადებს

OPEC + შეთანხმების ქვეყნებმა შესაძლოა დაგეგმილი შეხვედრა გადადონ. მიზეზად ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სახელდება. ამის შესახებ Neftegaz.RU იუწყება. 

შეხვედრა, ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების და შემცირების მოცულობის განსაზღვრის შესახებ, დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში.

მოლაპარაკებების ერთი თვით გადადება განპირობებულია ჩინური კოროვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რის გამოც ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა.

გამოცემის ცნობით, ამის გამო OPEC + – ის მინისტრებს შეიძლება დასჭირდეთ რაც შეიძლება მალე განიხილონ ზომები ნავთობის ბაზარზე წონასწორობის უზრუნველსაყოფად.

OPEC + შეთანხმება ძალაშია 2020 წლის 1-ლი კვარტლის ბოლომდე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system