თავში

ორი ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

ორი ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა
ორი ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

„ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმაროს“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა. ესაა გარდამავალი მარშრუტი, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ მარშრუტზე ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი დაათვალიერონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს. 

"სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის“,- განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ღორჯომი-ბახმაროს ტურისტულ მარშრუტთან ერთად კიდევ ერთი ახალი გარდამავალი ტურისტული ბილიკის მარკირება განახორციელა. გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან აკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

შეგახსენებთ, ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე 1 154 051 ლარი დაიხარჯა

ცნობისთვის, ბახმაროს დასასვენებელი პარკის მოსაწყობად 1,373 მლნ ლარი დაიხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system