თავში

პანდემიამ ბიუჯეტს წელს 7 მილიარდ 100 მილიონი ლარი დააკლო

პანდემიამ ბიუჯეტს წელს 7 მილიარდ 100 მილიონი ლარი დააკლო
პანდემიამ ბიუჯეტს წელს 7 მილიარდ 100 მილიონი ლარი დააკლო

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიის გავლენამ, ქვეყნის ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, 2020-2021 წლებში, ეკონომიკური შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს.

„ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები - 600,0 მილიონ ლარზე მეტია, ჯანდაცვისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს. ამ ყველაფერმა, ჯამურად, 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტი წარადგინა. 

ცნობისთვის, დღეს პლენარული სხდომის ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი კენჭისყრაზე დღესვე დადგება

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, ბიუჯეტი 16, 7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ერთი მთელი ექვსი მილიარდი ლარით არის შემცირებული.

ამასთან, თითქმის მილიარდ ნახევრით არის შემცირებული შემოსავლები.

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

დოკუმენტი ითვალისწინებს პენსიების ზრდასაც.

კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში.

მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს (წინა წარდგენებთან შედარებით, ასიგნებების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარით იზრდება). ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system