თავში

პანდემიამ ტურიზმი საქართველოში 2020 წელს 81%-ით შეამცირა

პანდემიამ ტურიზმი საქართველოში 2020 წელს 81%-ით შეამცირა
პანდემიამ ტურიზმი საქართველოში 2020 წელს 81%-ით შეამცირა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წლის ტურიზმი შეაჯამა. სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. 

2020 წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს. 

სტატისტიკის თანახმადვე, გასულ წელს საქართველომ ვიზიტორების 80.5% სახმელეთო საზღვრის გავლით მიიღო, საჰაერო ტრანსპორტით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 95%-ით იკლო.

10 ქვეყნის სია, საიდანაც საქართველოში 2020 წელს ყველაზე მეტი ვიზიტები განხორციოელდა  ასე გამოიყურება


1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ;
2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ;
3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ;
4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ;
6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ;
7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ;
8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ;
9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ;
10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system