თავში

2020 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოს 295,175 ვიზიტორი ეწვია

2020 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოს 295,175 ვიზიტორი ეწვია
2020 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოს  295,175 ვიზიტორი ეწვია

გასულ წელს აზერბაიჯანიდან საქართველოს  295,175 ვიზიტორი ეწვია. აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი წლიურ ჭრილში შემცირდა 1 მილიონი 231 ათასი  444 ადამიანით ანუ 80.7% -ით.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში. 

აზერბაიჯანმა საანგარიშო წელს II ადგილი დაიკავა საქართველოში ჩამოსული უცხოელების რაოდენობით. პირველ ადგილზეა თურქეთი (335 949 ადამიანი), მესამეზეა სომხეთი (261 295 ადამიანი).

2020 წელს საქართველომ უცხოეთიდან ჯამში 1 მილიონ 749 ათას 308 ვიზიტორი მიიღო, რაც 81,3% -ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა სახელდება.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system