თავში

პანდემიის გავლენა დასაქმების ბაზარზე

პანდემიის გავლენა დასაქმების ბაზარზე
პანდემიის გავლენა დასაქმების ბაზარზე

covid-19-ის გავლენამ დასაქმების როგორც მასშტაბი, ასევე სტრუქტურაც შეცვალა. როგორც პროფესორი პაატა აროშიძე აღნიშნავს,  დასაქმებამ დიდწილად ჩრდილში გადაინაცვლა და არალეგალურ ბიზნესს გაეხსნა გზა, რამაც საბოლოოდ უმუშევრობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა სტატისტიკურად საგანგაშო არ არის, როგორც აროშიძე განმარტავს, სამაგიეროდ, გაცილებით მძიმეა რეალობა და სინამდვილეში ბევრად მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ.

,,საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობა დაბალია, 10-11%-ის ფარგლებში, ჩვეულებრივ სიტუაციაში ეს მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ღარიბი ქვეყნისთვის მისაღებიც შეიძლება იყოს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია, რეალურად უმუშევრობა საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა. საქართველო უმუშევრობას ითვლის მსოფლიოს შრომის  ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, მაგრამ ასეთი გათვლა ჩვენი ქვეყნის რეალურ სოციალურ პირობებს არ შეესაბამება. მაგალითად, ვინც ბოლო 1 კვირის განმავლობაში რაიმე სამუშაო შეასრულა და კომპენსაცია აიღო, დასაქმებულად ითვლება, მაგრამ მხოლოდ სტატისტიკისთვის! სინამდვილეში ასეთი ადამიანი უმუშევარია, მით უმეტეს, პანდემიამ უმუშევრების რიგში ჩააყენა ისიც, ვინც დასაქმებული იყო თუნდაც სეზონურ სამუშაოზე ან უცხოეთში, ასევე სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში და სხვა. უმუშევრობის დიდი ზრდაა ქვეყანაში, რაც მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ასეა გლობალური მასშტაბით, დახმარებები კი, რაც არსებობს, არაფექტურია", - ამბობს აროშიძე report.ge-თან და დასძენს, რომ საკმაოდ მაღალია არალეგალური დასაქმება ანუ აღირიცხავი პირები, რომლებიც თავს შეიძლება უმუშევრად თვლიდნენ, თუმცა არალეგალურად იღებდნენ გასამრჯელოს სხვადასხვა შესრულებლი სამუშაოს მიხედვით. 

,,შეზღუდვების მიუხედავად ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მუშაობს, მაგალითად, ბაზრობებზეც, მაგრამ ეპიდემიისას ამან არალეგალური სახე მიიღო. ხოლო ის, ვინც არალეგალურად არის დასაქმებული, ცხადია, გადასახადს არ იხდის, თანხას სალარო აპარატში არ ატარებს. შესაბამისად, არც საშემოსავლო და არც მოგების გადასახადი ბიუჯეტში  არ შედის.ეს ძალიან ცუდია, რადგან  იატაკქვეშა ეკონომიკა უფრო მეტად განავითარა შეზღუდვებმა. შეიძლება, ბევრი მუშაობს, მაგრამ ოფიციალურად ეს არ ფიქსირდება. ვფიქრობ, რეგულაციების დადგენისას ეს ფაქტორიც უნდა გაეთვალისწინებინათ.  შეიძლება, თბილისში იმდენად არა, მაგრამ რეგიონებში დასაქმებამ მასიურად ჩრდილში გადაინაცვლა, ბიუჯეტს კი დიდი ფული აკლდება, ძალიან მძიმე სიტუაციაა", - დასძენს პაატა აროშიძე. 

ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, უმუშევრობა საქართველოში უმთავრეს პრობლემად სახელდება. 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვით, კითხვაზე, რა არის საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 59%-ი სწორედ უმუშევრობას ასახელებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარად ბევრად მეტი,  67%-ი ფიქრობდა 2002 წლის აგვისტოში.

უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ ხელფასებს 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკურ პრობლემად გამოკითხულთა 20%-ი აღიქვამდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში მათ ოდენობა შემცირდა და ამჟამად, დაბალ ხელფასებს ეკონომიკურ პრობლემად მხოლოდ გამოკითხულთა 11%-ი მიიჩნევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system