თავში

პანდემიის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე - მთავრობის სცენარი

პანდემიის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე - მთავრობის სცენარი
პანდემიის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე - მთავრობის სცენარი

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური 3 სცენარი: ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური ალტერნატივები.

საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, განახევრდება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რეგიონში და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც პარალელრუად გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე სავაჭრო არხის მეშვებით. 

"სსფ-ის აპრილის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს -7.1 პროცენტს, ხოლო 2021-ში კი 4.8 პროცენტს. აღნიშული შემცირება გამოწვეულია COVID-19 პანდემიის გამო ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვით, ინვესტიციებისა და ექსპორტის შემცირებით, რომელიც გამოწვეულია სავაჭრო პარტნიორების მოთხოვნის შემცირებით. ინფლაციის დონე 2020 წელს 0.6 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს 1.2 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი," - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ფინასთა სამინისტრო კორონავირუსის გავლენას აფასებს საქართველოს თითოეული სტრატეგიული პარტნიორების ეკონომიკებზე.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2020 წელი რუსეთისთვის, რადგან კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებამ. შემცირდა ნავთობმოპოვების და გადამუშავების სექტორების გამოშვება, რამაც გაუარესებულ საგარეო მოთხოვნასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპორტი. სსფ-ის შეფასებით, 2020 წლის ეკონომიკური ზრდა რუსეთში -5.5 პროცენტით განისაზღვრა, რაც 7.4 პპ-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021-ში კი მოსალოდნელია 3.5 პროცენტიანი ზრდა. ინფლაციის დონე 2020 წელს 3.1 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 3.0 პროცენტია მოსალოდნელი. ნავთობის ფასის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის ბალანსი, რომელიც სსფ-ის პროგნოზის მიხედვით 2020 წელს გაუტოლდება მშპ-ს -4.8 პროცენტს, ხოლო 2021 წელს გაუტოლდება -3 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან შემცირდება 2019 წელთან შედარებით 3.8 პროცენტიდან 0.7 პორცენტამდე 2020 წელს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 0.6 პროცენტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თურქეთისთვის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ინვესტიციების შემცირება და გაუარესებული სავაჭრო ბალანსი. ამის ფონზე, საგანგებო ვითარებამ და გლობალურმა პანდემიამ დამატებითი ზეწოლა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე. სსფ-ს პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა თურქეთში -5 პროცენტით განისაზღვრა, რაც 8 პპ-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021-ში კი 5 პროცენტი იქნება. თურქული ლირის გაუფასურება ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. სსფ-ის შეფასებით, 2020 და 2021 წლებში, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელობა შეადგენს 12 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან შემცირდება 2019 წელთან შედარებით 1.1 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე 2020 წელს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია -0.2 პროცენტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ნავთობის ფასის შემცირება და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა ასევე აისახება აზერბაიჯანის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. სსფ-ს შეფასებით, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა -2.2 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წელს კი 0.7 პროცენტი. წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 3.3 პროცენტსს, ხოლო 2021 წელს - 3.2 პროცენტს. 2019 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის შეფარდება მშპ-თან, 8.4 პროცენტიდან -12,7 პროცენტამდე 2020 წელს, და გაუტოლდება -9.7 პროცენტს 2021 წელს. ასევე მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან შეფარდებაში, რომლის მნიშვნელობა 2019 წელს შეადგენდა 9.2 პროცენტს, ხოლო სსფ-ის შეფასებით 2020 წელს გაუტოლდება -8.2 პროცენტს, და 2021 წელს მიაღწევს -3.7 პროცენტს. პანდემიის ფონზე, შემცირებული ინვესტიციებისა და ექსპორტის გამო, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს განისაზღვრა -1.5 პროცენტის დონეზე, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია 4.8 პროცენტიანი ზრდა. სსფ-ის შეფასებით, წლიური ინფლაცია 2020 წელს გაუტოლდება 0.8 პროცენტს, ხოლო 2021 წელს - 2 პროცენტს. ბოლო პერიოდში შემცირებული ექსპორტისა და გაზრდილი იმპორტის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან სსფ-ს აპრილის პროგნოზის მიხედვით შეადგენს -8.6 პროცენტს, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია -7.2 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system