თავში

პარლამენტი სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში ჩაერთვება

პარლამენტი სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში ჩაერთვება
პარლამენტი სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში ჩაერთვება

"პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული სექტორების აღდგენა ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. პრემიერ-მინისტრის გზავნილები სწორი იყო," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობა ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system