თავში

პარლამენტში რითეილერები დაიბარეს

პარლამენტში რითეილერები დაიბარეს
პარლამენტში რითეილერები დაიბარეს

მას შემდეგ რაც "კარფურს" უკანონო და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო სასამართლოში 10 ქართულმა კომპანიამ უჩივლა, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ბრენდის არაკეთილსინდისიერებაზე ამცნო პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს, რის შემდეგაც პარლამენტში რითეილ ასოციაცია დაიბარეს, მათ შორის "კარფურის" წარმომადგენლებიც.  კომიტეტის თავმჯდომარე ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესების დასადგენად საკანონმდებლო ცვლილებს არ გამორიცხავს. შესაძლოა "კარფურისა" და ქართველი მწარმოებლების დავის შესასწავლად კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნას.

„ვიმსჯელებთ როგორც დისტრიბუტორებთან, ისე რითეილერებთან და ვეცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქამდე, სადამდეც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე ან რამე იყოს ხელშეწყობილი, მზად ვართ სექტორი იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი. თუ რეგულირება საჭირო გახდა სექტორის ინეტერსებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შეიძლება გამოიყოს სამუშაო ჯგუფებიც, რაც ემსახურება სექტორის გაჯანსაღებას“, - აცხადებს სონღულაშვილი.

ცნობისთვის, რითეილერებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტი მუშაობდა, თუმცა კონკრეტული შედეგი და გადაწყვეტილებები არ დადმდგარა. ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების რეკომენდაციით პარლამენტს საქართველოს კონკურენციის სააგენტომაც მიმართა.

საქალაქო სასამართლომ "კარფურის" წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების სარჩელები წარმოებაში უკვე მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system