თავში

პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ მშპ-ს ზრდის ტემპი დააჩქარა

პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ მშპ-ს ზრდის ტემპი დააჩქარა
პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ მშპ-ს ზრდის ტემპი დააჩქარა

"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა,"- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ შეამცირა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა. რაც შეეხება დაკრედიტების დინამიკას, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, სესხების ზრდის ტემპი მდგრად დონეს დაუბრნუდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მაღალი ზრდის ტემპების ხარჯზე, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებდა,“ -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. და დასძინა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით, ხელი შეეწყო სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს სესხები. გვენეტაძის განმარტებით, ამ გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგანაც ბიზნეს სესხები, სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ეკონომიკაში უფრო მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system