თავში

პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჯამში 11 ახალი კოდი ჩაემატა

პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჯამში 11 ახალი კოდი ჩაემატა
პროგრამაში აწარმოე საქართველოში ჯამში 11 ახალი კოდი ჩაემატა

სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში"  ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტო "აწარმოე საქართველოში-ს" სააგენტოდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system