თავში

პური შეიძლება 10 თეთრით გაძვირდეს

პური შეიძლება 10 თეთრით გაძვირდეს
პური შეიძლება 10 თეთრით გაძვირდეს

"ფქვილის 53-ლარიანი სუბსიდირება აზრს კარგავს," - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პურზე ფასები იმ შემთხვევაში შენარჩუნდება თუ ფქვილის სუბსიდირება 50 ლარამდე დაიწევა. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში ათი თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი," – ამბობს დოლიძე.  

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ერთი თვე სუბსიდირება იქნება.

„ახალი მოსავალია, ამიტომ ამ პერიოდს ახასიათებს ფქვილზე ფასების დაწევა, რაც მოხდა კიდეც. მეექვსე თვეა მას შემდეგ, რაც შეგვითანხმდნენ და 53 ლარად ვიღებთ ფქვილს. ამ ექვს თვეში ვალუტა შეიცვალა, საფუარის, მარილის ფასი შეიცვალა, საწვავზე რა ამბავია და დისტრიბუცია ძალიან გართულდა. კორონავირუსის გამო ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება და სულ შემოაქვთ უცხოეთიდან. აქ რასაც ამზადებენ, ისიც ძალიან ძვირია. ჩვენთვის უკვე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოებაში არის გარკვეული პრობლემა. ფქვილს დაახლოებით 50 ლარად თუ მოგვცემენ, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენ წარმოებებს და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის. სხვა გზა არ რჩება, დღევანდელ დღეს ათი თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, რათა ჩვენ თავი შევინახოთ და გავიტანოთ წარმოება. სუბსიდირების თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა. ჯერჯერობით ერთი თვე სუბსიდირება იქნება. იმისათვის, რომ პურზე ფასი შენარჩუნდეს, კარგი იქნება, სუბსიდირების თანხა, გახდეს 50 ლარი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა. პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის პურის მწარმოებლებს, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system