თავში

ყაზბეგში ხალხი მესაქონლეობას უბრუნდება

ყაზბეგში ხალხი მესაქონლეობას უბრუნდება
ყაზბეგში ხალხი მესაქონლეობას უბრუნდება

ტურიზმში არსებული პრობლემის გამო ყაზბეგის მოსახლეობა იძულებულია, რომ სამეურნეო საქმიანობებს დაუბრუნდეს. დედაქალაქიდან და სხვა დიდი ქალაქიდან  რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე დაბრუნდა. ამის შესახებ report.ge-ს ყაზბეგში ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა კახა ჯანუყაშვილმა აცნობა. 

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხალხმა მესაქონლეობაზე ხელი იმდენად აიღო, რომ ოჯახებში პირუტყვს თავიდან იშორებდნენ. დიდ-პატარა მთლიანად ტურისტების მომსახურებაზე იყო გადართული, რამაც სამეურნეო საქმიანობაში პრობლემა შექმნა. როგორც ჯანუყაშვილი ამბობს, covid-19-მა რეგიონის შესაძლებლობები გადააფასა და ხალხი მეურნეობებს დაუბრუნა.

,,რთული სიტუაცია იყო. მესაქონლეობაში კლებას განვიცდიდით, რადგან ხალხმა საკუთარი სურვილით უარი თქვა პირუტყვის მოვლაზე და პრიორიტეტად ტურიზმი დაისახა, რამაც ვერ გაამართლა. ვხედავთ, რა დღეშია ტურიზმი და ყველა ის ადამიანი, რომლის შემოსავალი ტურისტების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. ახლა რეგიონში არც ერთი დამსვენებელი არ არის და დიდად არც არავინ ელოდება, ამიტომ მთლიანად სოფლის მეურნეობაზე გადაერთვნენ. თავის დროზე ყაზბეგის ამცხოვრებლებმა გომურები სასტუმროებად გადააკეთეს, რისთვისაც საქონელი მოიშორეს. ამას, ალბათ გარკვეული გამართლება ჰქონდა, რადგან დასაქმება არ ჭირდა და ხალხს ერჩია, სასტუმროებში ემუშავა და ხელფასი მიეღო, ვიდრე შრომა გაეწია და პირუტყვისთვის.მოევლო. ყველა მიხვდა შეცდომას, ზოგი თბილისიდან დაბრუნდა, ზოგიც სხვა ქალაქიდან, საქონელი იყიდეს და უვლიან. ამ ზაფხულს 250 სული საქონელი უკვე შემოგვემატა, ძირითადად ძროხა.   საქონლის სულადობა სულ 4500 -ს შეადგენს. საბჭოთა პერიოდში ორი ამდენი იყო. ველოდები, რომ ფერმერულ მეურნეობას მეტი გასაქანი ექნება და ხალხი მამა-პაპისეულ ტრადიციებს დაუბრუნდება", - ამბობს კახი ჯანიყაშვილი.

რაც შეეხება ცხვრის სულადობას ყაზბეგში, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 18 ათასს არ აღემატება, როცა 90-იან წლებში მათი რიცხვი 300 ათასს აღწევდა. მიმდინარე სეზონზე, როგორც ჯანუყაშვილი ამბობს, შეიძლება 40 ათასამდეც  მოგროვდეს ცხვარი, რადგან ხალხს სხვადასხვა რაიონებიდან ადგილობრივ საძოვრებზე გადმოჰყავთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system