თავში

ყურძნის რა ფასია მისაღები ფერმერებისთვის

ყურძნის რა ფასია მისაღები ფერმერებისთვის
ყურძნის რა ფასია მისაღები ფერმერებისთვის

კახელი ფერმერები აცხადებენ, რომ ყურძენი 80 თეთრზე იაფად არ უნდა გაიყიდოს. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდიას დადებითად აფასებენ, ფერმერები ამავდროულად შიშობენ, რომ მინიჭებული შესაძლებლობით შეიძლება ქარხნებმა ბოროტად ისარგებლონ და ხალხს ყურძენში მიზერული ფასი შესთავაზონ, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. თელავის მუნიცუპალიტეტში მცხოვრები მევენახე ვასო შაქარაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ თუკი ყურძენი 80 თეთრზე  ნაკლებად გაიყიდება, ხალხი ვენახს დაჩეხავს. ამის მიზეზად იგი ვენახის მოვლის მაღალ ხარჯს ასახელებს და ამბობს, რომ ყურძნის ფასით მთავრობა უნდა დაინტერესდეს და საჭირო თუ გახდა, ქარხნებს მოსავლის ჩაბარებაზე ზღვარი დაუწესონ.

,,ყურძნის ფასი თუკი არ იქნება მისაღები, გამოვა, რომ სუბსიდია ქარხნებისთვის გაკეთდება. ჩვენ ამ სიკეთით რეალურად ვერ ვისარგებლებთ. არ მგონია, რომ ასეთი ფორმით სუბსიდიამ გაამართლოს. როგორც საავადმყოფოებს დაუდგინეს ზღვარი, ასეთი მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ ქარხნების შემთხვევაშიც. ჩვენთან, სანაცნობო წრეებში უკვე საუბრობენ, რომ ყურძნის ჩაბარება 60 თეთრად მოგვიწევს. ამის უფლებას არავის მივცემთ. ვფიქრობთ, რომ მთავრობაც მხარს დაგვიჭერს. 80 თეთრზე იაფად თუ ყურძენი გაიყიდება, ჩათვალეთ, რომ გლეხი ვენახს გაჩეხავს. შხამ-ქიმიკატებიც კი ვერ შევიყვანეთ, იმდენად ძვირია ვენახის მოვლა, ბევრია სხვა დამატებითი ხარჯიც, რასაც დიდი გაჭირვებით ვუმკლავდებით. ამიტომ ყურძენი უნდა ღირდეს მინიმუმ იმდენი, რომ მიზერული მოგება მაინც დაგვრჩეს", - ამბობს ვასო შაქარაშვილი.ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სუბსიდია სავარაუდოდ, რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება. 

ყურძნის ფასი ჯერჯერობით უცნობია, ოპოზიციის განცხადებით, უნდა იყოს გლეხის შრომის ადეკვატური და მინიმუმ, 1,50 ლარი ღირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system