თავში

სუბსიდია სავარაუდოდ მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება

სუბსიდია სავარაუდოდ მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება
სუბსიდია სავარაუდოდ მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება

წელს რთველის სუბსიდირებისთვის მთავრობა 60 მილიონ ლარს დახარჯავს.  სუბსიდიის სტრუქტურაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლა ვარაუდობს, რომ სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდეს.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ, წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, საფერავი თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე იშვიათი ჯიშის ყურძენი, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაა, არ დასუბსიდირდება. ერთი შეიძლება ითქვას ის, რომ რქაწითელის სუბსიდია იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ და დასძინა, რომ შარშანდელის მსგავსად, იმუშავებს სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“, რომელიც ჭარბი ყურძნის შემთხვევაში, პროდუქციას ჩაიბარებს.

წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და მთავრობის განმარტებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მევენახეებს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩეთ. ხელისუფლება მეღვინეებსაც რიგ შეღავათებს და დახმარებას შესთავაზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system