თავში

ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოში თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა

ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოში თურქეთიდან,
ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოში თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2020 წლის საგარეო ვაჭრომის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).

ცნობისთვის, პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. საქსტატის მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები კი ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system