თავში

რა აფერხებს აგროტურიზმის განვითარებას

რა აფერხებს აგროტურიზმის განვითარებას
რა აფერხებს აგროტურიზმის განვითარებას

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში აგროტურიზმი ჯერჯერობით ვერ განვითარდება. ამის მიზეზად ისინი აგრარულ სექტორში არსებულ მდგომარეობას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ აგროტურიზმს წინ უნდა უძღოდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, რა მიმართულებითაც სახელმწიფო აქტიურ ღონისძიებებს, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა იწყებს. 

ინფრასტრუქტურა, მიკროფერმა და ტურისტის მომსახურების ელემენტარული ცოდნა - სულ სამი ძირითადი ფაქტორია, რაც ტურიზმის ექსპერტის, მარინა მეტრეველის შეფასებით, დარგის წარმატებას უზრუნველყოფს.

,,აგროტურიზი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასზე სეზონურობა არ მოქმედებს, არ მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებებს ინვესტორებისგან და არც დამატებითი მომსახურე პერსონალის დაქირავებას. სტუმრებს ფერმერის ოჯახის წევრები თავად ემსახურებიან და პროდუქციითაც ადგილზე უზრუნველყოფენ. ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მასპინძელს მცირე მიკროფერმა ჰქონდეს და მომსახურების წესებში კარგად იყოს გარკვეული. ამისთვის მოსახლეობას (ვინც ტურისტებს უმასპინძლებს) აუცილებლად შესაბამისი ტრენინგები უნდა ჰქონდეს გავლილი.  ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ აგროტურიზმს ფერმერული მეურნეობის განვითარება უძღოდეს წინ. სანამ აგროტურიზმის პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ, უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფი ტემპით სოფლის მეურნეობის განვითარება. პირველი რიგის პრიორიტეტი დღეს აგრარული სექტორია, სადაც კეთილდღეობა არა მხოლოდ პირადი კარ-მიდამოების, არამედ ფერმერული მეურნეობების დონეზე მიიღწევა", - აცხადებს მეტრეველი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ექსპერტის თქმით, აგროტურიზმის განვითარების საუკეთესო მაგალითია ესპანეთი და კვიპროსი და ბულგარეთი.

,,ესპანეთში აგროტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული, ტურისტს რომ მოიწვევ, მან აუცილებლად ადგილობრივ ფერმაში მოყვანილი პროდუქტით უნდა იკვებოს. ასევე საჭიროა პატარა გესსტჰაუზები, რაც საქართველოში სოფლის დონეზე ჯერჯერობით არ არის. ინფრასტრუქტურის გარეშე კი აგროტურიზმს ვერ განავითარებ, ეს აბსურდია. კვიპროსზე 1991 წლიდან სპეციალური აგროტურისტული პროგრამა მოქმედებს. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ეხმარება იმ ოჯახებს, ვინც სოფლად ტურისტების მიღება გადაწყვიტა. შექმნილია აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც წევრებს რეკლამის გავრცელებაში, თავისუფალი ადგილების ცენტრალიზებულად დაჯავშნაში და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მომსახურების გაწევაში ეხმარება", - აცხადებს მეტრეველი.

მისივე თქმით, აგროტურიზმი საუკეთესო საშუალებაა, რომ ეფექტურად განხორციელდეს ეროვნული ღირებულებების - ნაციონალური კულინარიის და სხვა კულტურული ფასეულობების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა, მისი პოპულარიზაცია და ექსპორტირება.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსსა“ (GTIA) და საქართველოს ფერმერთა ასოციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს აგროტურიზმის განვითარების საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიების შეთავაზებისა და ორგანიზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system