თავში

რა აფერხებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში

რა აფერხებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში
რა აფერხებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში

არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკა, ვიწრო ინტერესები და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი, - სამი ძირითადი ფაქტორია, რაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს აფერხებს. ამის შესახებ report.ge-თან ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე საუბრობს. შექმნილ სიტუაციაში, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, პრობლემას ქმნის ასევე ეპიდემიის გამო შექმნილი არასტაბილურობა. 

ენერგეტიკოსის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

,,ჩემი სუბიექტური აზრით, ენერგეტიკის სფერო არასწორად ვითარდება. ამის მაგალითად მიმაჩნია თუნდაც ,,ნამახვანჰესთან" და ,,ნესკრასთან" დაკავშირებით სახელმწიფო მიდგომა. ინვესტორთან რა ხელშეკრულებაც გაფორმდა და რასაც მთავრობამ ხელი მოაწერა, ეს არის ლამის ღალატის ტოლფასი ხელშეკრულება, რომელმაც შეიძლება ტარიფის გაორმაგება გამოიწვიოს. ასეთი ჰესების მშენებლობა თუ სურთ, ამ პროექტების სიკეთეს მოსახლეობა ვერ იგრძნობს. ამიტომ იწვევს ხალხის მღელვარებას, შესაბამისად, ამ პროტესტს როცა უცხოელი ინვესტორი ხედავს, ის თავს იკავებს პროექტების განხორციელებისგან, ჩვენი მხრიდან არის არასწორი მიდგომა ინვესტორების მიმართ, ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა უნ და შეიცვალოს. ბევრ ქვეყანას შეუძლია აქ წარმატებით განახორციელოს ინვესტიციები. პირადად მომხრე ვარ, რომ  რაც შეიძლება ბევრი ჰესი აშენდეს, მაგრამ უფრო მცირე ჰესების მშენებლობას ვუჭერ მხარს", - ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მცირე ჰესებში ინვესტირებას ბევრი ბიზნესმენი შეეცდება და არც ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, როგორც დიდი კაშხლების მშენებლობასთან დაკავშირებითაა.  

,,საქართველოში რამდენიმე პროექტია, რომელიც ხალხის პროტესტს იწვევს და ეს უკვე საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს სექტორს. გონივრული მიდგომაა საჭირო და არა პირადი ინტერესებით ქმედება, რასაც ხშირ შემთხვევაში მაღალჩინოსნების მხრიდან აქვს ადგილი, ამას ინვესტორები კარგად ხედავენ. ამდენად, ბევრი დაბრკოლებაა, რაც დროთა განმავლობაში დაიძლევა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჰესების მშენებლობის ალტერნატივას რეალურად ვერ ვხედავ", - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში წ.წ. ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში.

ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული.

COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system