თავში

რა არის ერთდღიანი ვიზიტების მიზანი

რა არის ერთდღიანი ვიზიტების მიზანი
რა არის ერთდღიანი ვიზიტების მიზანი

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ერთდღიანი ვიზიტორების კლებას საზღვრების დაკეტვას უკავშირებს და ამბობს, რომ ერთდღიანი შემომსვლელების რაოდენობა ეპიდემიის პირობებში მუდმივად შემცირდება. რაც შეეხება ვიზიტორებს, მისი თქმით, ისინი არიან მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტრანზიტად შემოდიან, საზღვარზევე ვაჭრობენ ან აზარტული თამაშის მიზნით სტუმრობენ საქართველოს. 

,,ერთდღიანი ვიზიტორების კლება, წესით, მოსალოდნელი იყო დაწესებული შეზღუდვების გამო. ცხადია, შორეული უცხოეთიდან ტურისტი ვერ შემოვა, მაგრამ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები დროთა განმავლობაში აქტიურობას დაიბრუნებენ. ძირითადად, თურქები, სომხები, აზერბაიჯანელები და რუსები, ასევე ირანელებიც. ძირითადად აზარტული თამაშების მიზნით ჩამოდიან. ერთდღიანი ვიზიტორები ჩეულებრივ პერიოდში აქტიურად არიან ჩართული საბითუმო ვაჭრობაში. ბათუმში ყოფნისას, საზღვარი ჯერ კიდევ დაკეტილი არ იყო, ვნახე უამრავი ბათუმელი და ასევე თურქი, რომელიც ფულს შოულობს ისე, რომ ქვეყნის საზღვარს არ ტოვებს, ხვდებიან საზღვარზევე, ცვლიან საქონელს, ეს შეიძლება იყოს, წამლები, თამბაქოს ნაწარმი და სხვა. შეიძლება, სხვა ქვეყნის მოქალაქემ 15 წუთი დააყოვნოს საზღვარზე, მაგრამ სტატისტიკისთვის ის უკვე ერთდღიანი ვიზიტორია", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით, სანამ ვაქცინა არ გამოჩნდება, მდგომარეობა არ შეიცვლება. 

,,ძალიან მძიმე ეპიდემიური სიტუაცია. გარდა იმისა, რომ ინფექცია არსებობს, ვერ ვიცავთ რეკომენდაციებს, მცირე შეზღუდვაც გვაღიზიანებს, როცა ანალოგიური მოთხოვნებია მთელ მსოფლიოში, მაგრამ კანონმორჩილებას ვერ ვიჩენთ, ესეც, ალბათ, მენტალური პრობლემაა", - დასძენს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 92.5 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 88.0 პროცენტი შეადგინა და წლიურად 90.0 პროცენტით დაიკლო.  ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system