თავში

რა არის Urban Future Night

რა არის Urban Future Night
რა არის Urban Future Night

ტაშკენტში 27-28 მაისს გაიმართება უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ინიციატივა Urban Future Night. ინიციატივა ფორუმის ორგანიზატორი კომპანიის პრეზიდენტის, ალია სერიკპაევას, შეფასებით, უნიკალური ღონისძიებაა, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია უზბეკეთსა თუ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

"ეს არის „პროჟექტორის შუქზე“ გამართული საღამოს სპექტაკლი, რომლის ფარგლებშიც გაოცებული მაყურებლის წინაშე სცენაზე წარდგებიან მსოფლიო არქიტექტურისა და ურბანიზმის ვარსკვლავები. პირველი სიტყვით გამოვა ჟაკ რუჟერი - ლეგენდარული ფრანგი არქიტექტორი-ოკეანოლოგი, მსოფლიოში პირველი წყალქვეშა შენობის შემქმნელი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც 70 დღეზე მეტი იცხოვრა წყლის ქვეშ. მისი ფონდი, რომლის საპატიო პრეზიდენტია მონაკოს პრინცი, ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და პროგრესიულ არქიტექტორებს მომავლის პროექტებისთვის. აღნიშნული ფონდის ერთერთი ელჩი და მრავალგზის ლაურეატია სამერ ელ-საიარი - გენიოსი, რომელიც აპროექტებს ქალაქებს მთვარესა და მარსზე, თანამშრომლობს ნასა-სთან, ილონ მასკთან... სამერი ასევე მიიღებს მონაწილეობას ამ უნიკალურ ღონისძიებაში. ტაშკენტში ის წარადგენს პროექტს, რომელიც, მისივე სიტყვებით, „გარდაქმნის მომავალ თაობებს“. მომავლის ქალაქის მშენებლობის გამოცდილებას, ასევე გაგვიზიარებს ტაივანის ქალაქ ტაიჩუნის ყოფილი მერი, ბატონი ჯეისონ ხუ, რომლის ხელმძღვანელობითაც პატარა ქალაქი უმოკლეს დროში (მხოლოდ 10 წელიწადში) სტაბილურ მეგაპოლისად იქცა. ჩვენს ღონისძიებას უკვე მეორედ შეუერთდება კრიშტიანო ჩეკატო - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პროგრესიული არქიტექტურული ფირმის, „ზაჰა ჰადიდ არქიტექტსის“ დირექტორი, რომელიც გაგვიზიარებს აეროპორტების პროექტთა განხორციელების გამოცდილებას. აეროპორტის სივრცეების გადახედვა და ახალი კონცეფციის - "ქალაქის გამოცდილების" დანერგვა გულისხმობს ადგილებს, სადაც აეროპორტის მოდელში კონცენტრირებულია ერთი ქალაქის ყველა შესაძლო გამოცდილება, რომელიც ადამიანმა შეიძლება განიცადოს მაშინაც კი, როდესაც ის არ გაივლის ტრანზიტს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთ ხალხს უნდა ვუსმინოთ, რათა შემდეგ, ფორუმის დასრულებისას, ოფისში დაბრუნებულმა, სამყარო სხვაგვარად დავინახოთ. ეს იქნება საწყისი წერტილი, საიდანაც ჩვენ დავინახავთ მნიშვნელოვან მიღწევებს სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი შეხვედრები გავლენას მოახდენს ცენტრალური აზიის ბაზრის განვითარებაზე," - ამბობს სერიკპაევი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system