თავში

რა დაუჯდება მთავრობას მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა

რა დაუჯდება მთავრობას მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა
რა დაუჯდება მთავრობას მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა

მთავრობას ზამთრის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის დაახლოებით იგივე ბიუჯეტი აქვს გათვლილი, რაც იგივე პროგრამას გაზაფხულზე დასჭირდა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშნვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, პანდემიის პირველივე დღიდან რა ღონისძიებებიც გავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ისეთი კატეგორიისთვის, ვინც საშუალო დონეზე მოიხმარს ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი სამართლიანი პაკეტია იმიტომ, რომ იქნება ეს ადამიანი დასაქმებული, დროებით უმუშევარი თუ თვითდასაქმებული, ყველას შეეხება თანაბრად. ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია. ვფიქრობთ, რომ მოხმარების დაახლოებით იგივე ნიშნულები იქნება, რაც აქამდე იყო და ეს წაადგება ჩვენს მოსახლეობას, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე ტვირთია იმ დროს, როცა არის კრიზისი და დროებით გაკლდება შემოსავალი, ამიტომ ეს არის ზრუნვის პოლიტიკის ნაწილი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ფარგლებში, პირველი ნოემბრიდან მთავრობა 4 თვის განმავლობაში გადასახადებს გადაუხდის თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება. ანაზღაურდება ასევე წყლისა და დასუფთავების გადასახადიც.

შეგახსენებთ, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system