თავში

რა დონეზეა დაუკვირვებადი ეკონომიკა საქართველოში

რა დონეზეა დაუკვირვებადი ეკონომიკა საქართველოში
რა დონეზეა  დაუკვირვებადი ეკონომიკა საქართველოში

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის გათვლით, დაუკვირვებადი ეკონომიკა საქართველოში, აგრარული სექტორის გამოიცხვით, 17%-ის დონეზეა. ის, რომ დაუკვირვებად ეკონომიკასთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება, არჩვაძე მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ამით დაკვირვებადი ეკონომიკის წილი გაიზრდება. რაც შეეხება არადაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილს, არჩვაძის შეფასებით, მაკროეკონომიკურ გაანგარიშებაში, უფრო კორექტული ფორმით მოექცევა.

,,საეროდ დაუკვირვებადი ეკონომიკა ყველა ქვეყანაშია, ეს შეიძლება იყოს ვაჭრობა, მშენებლობა, განათლება და სხვა, არ არსებობს საქმიანობის სფერო, სადაც არ იყოს დაუკვირვებადი ეკონომიკა. თანაც, ზოგიერთი კანონიერია, ზოგიც - უკანონო. მაგალითად, ვინც ეწევა სამედიცინო პრაქტიკას და ექიმის დიპლომი არ აქვს, უკანონო საქმიანობაა და დასჯადი. შეიძლება იყოს პირიქით, აკრძალულ საქმიანობასთან გვქონდეს საქმე, როგორიცაა იარაღის და ნარკოტიკის წარმოება. სახლში არალეგალური კაზინოების და სათამაშო ბიზნესის ორგანიზება და სხვა. ამ ტიპის საქმიანობად განიხილავენ აგრეთვე პროსტიტუციასაც, ამიტომ ყველა ქვეყანა აქამდე ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე ახდენდა  ფორმალური ეკონომიკის აღრიცხვას, ამ ეტაპზე, შესაძლებელი ხდება, რომ ერთნაირად დაითვალოს. სტატისტიკაში სრული იმპროვიზაცია იყო, ყველა ქვეყანა თვითონ თვლიდა დაუკვირვებად ეკონომიკას, ახლა შეიცვალა მიდგომა, გაჩნდა პოტენციალი, რომ ერთნაირი მეთოდით გაიზომოს ეს მაჩვენებელი და ვიცოდეთ, რა წილი უჭირავს დაუკვირვებად ეკონომიკას და შესაბამისი შედარებები განვახორციელოთ საერთაშორისო დონეზეც", - ამბობს არჩვაძე.

რაც შეეხება ტერმინს - დაუკვირვებადი ეკონომიკა, როგორც არჩვაძე განმარტავს, ფაქტობრივად იგივეა, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკა და არალეგალიზებულ საქმიანობას უკავშირდება.

,,თავის დროზე, 90-იან წლებში, როცა სტატისტიკის დეპარტამენტში ვმუშაობდი, პირადად ვხელმძღვანელობდი ამ მიმართულებით საქმიანობას, ეს იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც არალეგალური იყო. აბსოლუტურად იგივეა დაუკვირვებადი ეკონომიკა თავისი არსით. ცხადია, ამ ეტაპზე ეკონომიკური აქტიურობის ფაქტობრივი დონე არ შეიცვლება, მაგრამ დაუკვირვებლობიდან დაკვირვების დონეზე ზღვარი გადაიწევს", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining-ის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში, საერთაშორისო ექსპერტთა მისიასთან რამდენიმედღიანი შეხვედრა გამართა.

ცნობილი გახდა, რომ Twining-ს პროექტის ფარგლებში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კომპონენტი 2021 წელს დასრულდება, რის შედეგადაც საქსტატი ეროვნულ ანგარიშებში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების უახლეს სტანდარტებს დანერგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system