თავში

რა დონეზეა საქართველოში კალმახის წარმოება

რა დონეზეა საქართველოში კალმახის წარმოება
რა დონეზეა საქართველოში კალმახის წარმოება

საქართველოში ყოველწლიურად 1200 ტონა კალმახი იწარმოება, როცა არსებული პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, მინიმუმ, 20 000 ტონა ვაწარმოოთ. ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ელდარ კაშიამ აცნობა. მისი თქმით, წარმოების ტემპით, 15-ჯერ ჩამოვრჩებით სომხეთს, სადაც წარმოების რესურსი, საქართველოსთან შედარებით, ნაკლებია.

,,კალმახის წარმოება საქართველოში ძალიან დაბალია იმასთან შედარებით, რა პოტენციალიც ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია. ამ დროს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი ბუნებრივი პირობებია, მარტო მდინარეების რაოდენობა 25 ათასია. მდიდარი ვართ არტერიული წყლებით, მაგრამ ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ. წარმოების ზრდას ხელს უშლის თევზის დაავადებები, როგორიცაა თბილი წყალში ბინადრებისთვის წითურა, ცივი წყლებზე - თურუნკულოზი, ფლავობაქტერიოზი, ასევე სხვადასხვა სოკოვანი ინფექციური და ინოვაზიური დაავადებები. ამის გამო 100%-დან 50% თევზი  იღუპება. გარდა ამისა, პრობლემაა საკვებთან დაკავშირებითაც, იმპორტული საკვები ძვირი ღირს, ხოლო ადგილზე ვერ ვაწარმოებთ ამ მხრივ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, რადგან საქართველოში საკვების გადამამუსავებელი 2 ქარხანა აშენდა ხობსა და წნორში. ეს იძლევა საშუალებას, რომ გრანულირებული საკვები დამზადდეს. აღსანიშავია ის გარემოებაც, რომ საქართველოდან თურქეთს გააქვს 80 ათასი ტონა სარეწაო ხამსა, საიდანაც კეთდება ფქვილი, თურქეთი ამისგან ამზადებს საკვებს და მერე ჩვენვე ვყიდულობთ ძვირად, როცა შეგვიძლია, რომ თვითონვე დავამზადოთ", - ამბობს კაშია.

მისი თქმით, დიდი პრობლემაა კადრების დეფიციტი.

რაც შეეხება ფასს, ელდარ კაშიას ინფორმაციით, სამომხმარებლო ბაზარზე 1 კგ. კალმახი 13-14 ლარის ფარგლებში იყიდება. ფასით კალმახს ცოტათი ჩამორჩება კობრი, რომლის ღირებულებაც 12 ლარია, ყველაზე იაფი, სქელშუბლა 5 ლარი ღირს, ხოლო ზუთხის ფასი 35 ლარს აღწევს.

თევზის წარმოების მიმართულებით მთავრობა ბოლო პერიოდში აქტიურ ღონისძიებებს მიმართავს. კერძოდ, საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება.პირველი ქართული თევზსაჭერი გემის მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system