თავში

რა ელის ტურიზმს მსოფლიოში

რა ელის ტურიზმს მსოფლიოში
რა ელის ტურიზმს მსოფლიოში

ტურიზმის სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ტურიზმიდან შემოსავლების კლება გაგრძელდება. მისი თქმით, გამოსავალი რიგი ქვეყნებისთვის შიდა ტურიზმია, რა მიმართულებითაც ღონისძიებები ბოლო პერიოდში გააქტიურებულია. უცხოელი ანალიტიკოსების კვლევებზე დაყრდნობით კვარაცხელია აცხადებს, რომ შესაძლებელია შემოსავლები 1 ტრილიონ დოლარამდე შემცირდეს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 750 მლრდ დოლარს შეადგენს.

კვარაცხელიას ვარაუდით, ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა სრულად თუ არ განახლდა, საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია.

,,მსოფლიო ტურიზმის შემოსავალი 1,5 ტრილიონი დოლარია წლიურად, რომელიც წელს ეპიდემიის გავრცელების გამო საგრძნობლად შემცირდა. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში უცხოელი ანალიტოიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი განახევრდება, საუკეთესო სცენარით კი, შეიძლება 1 ტრილიონ დოლარამდე შემცირდეს, რაც ჩემი აზრით, ვირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, საკმაოდ რეალური გათვლაა. საერთაშორისო ტურიზმის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებთან მუდმივად მაქვს კომუნიკაცია, მათი პროგნოზი კი საკმაოდ მძიმე და არასაიმედოა. ეპიდემიამ ტურისტული სექტორი მთელ მსოფლიოში გადააწყო. ახლა ვიწყებთ იმ გზას, რომელიც ალბათ ისტორიაში შევა, როგორც კორონავირუსის შემდგომი პერიოდი. ეს კი, როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აღრნიშნავენ, უნდა დაიწყოს შიდა ტურიზმიდან, რომელიც ჩვენთან მაინც და მაინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, იგი თავისი შემოსავლით ვერ გაუტოლდება უცხოეთიდან მიღებული ტურისტების დანახარჯებს, მაგრამ დარგმა ძალების აღდგენა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს", - ამბობს report.ge-თან ნიკა კვარაცხელია.

ცნობილია, რომ პანდემიამ მსოფლიოს ტურიზმიდან შემოსავალი შეუმცირა. საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის 8 თვეში მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა $730 მილიარდით შემცირდა წლიურ ჭრილში.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, მიმდინარე წლის 8 თვეში მსოფლიოში. ჯამში ტურისტული ნაკადი 70%-ითაა შემცირებული. ხოლო მხოლოდ სექტემბერში ტურისტული ნაკადი შემცირებულია 75%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system