თავში

რა ფორმით არის შესაძლებელი საქართველოს ფოსტის პრივატიზაცია

რა ფორმით არის შესაძლებელი საქართველოს ფოსტის პრივატიზაცია
რა ფორმით არის შესაძლებელი საქართველოს ფოსტის პრივატიზაცია

სპეციალისტები საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის შესაძლებლობებს განიხილავენ. როგორც ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან განმარავს, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია ფოსტის სექტორული დაყოფა და ამის საფუძველზე გასხვისება ისე, რომ რაღაც ნაწილი მთავრობის საკუთრებაში დარჩეს, ხოლო ინვესტორს მართვის ვალდებულებით გადაეცეს.

,,შექმნილ სიტუაციაში ყველაზე სწორი გზა პრივატიაციაა. რაც ნაკლებია სახელმწიფო საწარმოების წილი, მით ძლიერია კერძო სექტორი, რომელიც ორიენტირებულია შექმნას დოვლათი და უფრთხილდდება თითოეულ თეთრს, სახელმწიფოსგან განსხვავებით, რომელიც ისე ეფექტიანად ვერ მართავს საწარმოს, როგორც ინვესტორი. პირველ ეტაპზე, სათანადოდ უნდა შეფასდეს, რამდენად სწორია ფოსტის გაყიდვა, მით უმეტეს, რომ იგი ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების გარკვეულ ნაწილსაც მოიცავს. მისი წვლილი ქართულ ეკონომიკაში ძალიან დიდია, ყველაზე მეტად და ძლიერად საფოსტო გზავნილის მიღება ხორციელდება სწორედ საქართველოს ფოსტის საშუალებით. მართალია, ბაზარზე სხვა კომპანიებიც არიან, მაგრამ წვრილ სასაქონლო ბრუნვაში ფოსტის როლი გამორჩეულად დიდია. უნდა ვიცოდეთ, რისი პრივატიზაცია ხდება - მთლიანად ფოსტის თუ სეგმეტურად დაყოფა და სხვადასხვა მიმართულების პროვიტაზაცია. მაგალითად, ენეგრეტიკაში წარმოება, გენერაცია პრივატიზებულია, მაგრამ სადისტრიბუქციო ქსელი მთლიანად კერძოა, ამ სექტორმა მოახერხა სექტორული კონკურენციის მიზნით დანაწილება, ფოსტაშიც შეიძლება ანალოგიური მოდელი იქნას გამოყენებული. სახელმწიფოს ინტერესები მკაფიოდ გამოსაკვეთია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ელექტრნულ წარმოებაში საქართველოს ფოსტას დიდი წვლილი აქვს, სისტემა მთლიანად ელექტრონიზირებულია, ხოლო ის მომსახურება, რაც მან უნდა გასწიოს, მისაღები უნდა იყოს კერძო ინვესტორისთვის. ჩემი პოზიციაა, მოხდეს ამ ობიექტის სეგმენტირება, რეორგანიზაციას დაექვემდებაროს და ამის საფუძველზე განხორციელდება პრივატიზაცია", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.

მისი თქმით, საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა მასობრივი პრივატიზაციის ეტაპი, თუმცა მან ზოგ შემთხვევაში, ვერ გაამართლა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეფასდეს საქართველოს პოსტის პრივატიზაციის შესაძლებლობები, პერსპექტივა და საბოლოოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნას მირებული.

საქართველომ მასობრივი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო 1994 წლიდან, 2000 წლამდე გაგრძელდა ეს პროცესი და ამ ხნის განმავლობაში მრავალი ობიექტი გასხვისდა, მათ შორის, სტრატეგიულიც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ენერგეტიკის სექტორის პრივატიზაცია, ჰესების დიდი ნაწილი კერძო სექტორის ხელში გადავიდა, გაიყიდა ,,თელასი" და სხვა. ამ ეტაპზე, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციასთან დაკავშირებით,აუცილებელია მსჯელობა, რომელია სტრატეგიული და რომელი - არა. არაციონალური განხილვაა საჭირო, რომ გამოჩნდეს სტრატეგია, რას უნდა ემსახურებოდეს ფოსტის პრივატიზაცია. შინაარსობრივად ის გულისხმობს საჯარო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადაცემას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ფორმით მოხდება ეს - მართვითაც შეიძლება განხორციელდეს, პრივატიზაცია მაინც და მაინც გაყიდავს არ ნიშნავს. ჩვენ მასობრივი პრვატიზაციის პერიოდში სამედიცინო ობიექტები გავასხვისეთ და დღეს, როცა პანდემიური სიტუაცია შეიქმნა, საწოლფონდების პრობლემა გაჩნდა, ცუდი რეალობა მივიღეთ. საქართველოს ფოსტა დიდ უძრავ ქონებას ფლობს ისტორიულად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. ამიტომ ვამბობ, რომ ხელის ერთი მოსმით რეალიზაცია არ იქნება სწორი, სეგმენტირება უნდა მოხდეს - სახელმწიფო ქონება, ინვესტორი, უძრავი ქონება... უნდა გაანალიზდეს, სად რა მოხმარების კრიტერიუმები გააჩნია და ამის საფუძველზე ჩატარდეს პრივატიზაცია", - განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

ცნობისთვის, მთავრობამ საქართველოს ფოსტის რეფორმირებაზე იმსჯელა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის თემაზე გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე შესაძლო გეგმები, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტურობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები.

შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system