თავში

რა ფორმით უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასის კონტროლი

რა ფორმით უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასის კონტროლი
რა ფორმით უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასის კონტროლი

ექიმთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით გახარიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია სამთავრობო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელმაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით მიდგომ  ა უნდა შიმუშავოს და საბოლოოდ გადაწყდეს, როგორ იქნება წამლის ფასის კონტროლი შესაძლებელი. ამირანაშვილის ტქმით, პროფკავშირები მზადაა, საკუთარი რეკომენდაცია შესტავაზოს მტავრობას და მიღწეულ იქნას წამლის ზედა ზღვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რაც მოსახლეობას, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, დიდ შეღავათს მისცემს.

,,ჩემი აზრით, გაერთიანებული ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან მოხდება შეხვედრა და ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკება. ეს მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან კატასტროფულად გაზრდილია ფასები. გაჭირვებულ ხალხზე აკეთებენ ფულს და ატყავებენ ისედაც მძიმე მდგომ არეობაში მყოფ ხალხს, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ალბათ, დაუწესებენ რაღაც ზღვარს, წინასწარ რთულია თქმა, როგორ აპირებს მთავრობა ფასებთან დაკავშირებით ზომების მიღება. ალბათ, სპეციალისტების მოსაზრებებსაც გაითვალსიწინებენ. ჩვენ მზად ვართ, შვთავაზოთ რეკომენდაციები. ვგეგმავთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ, ჯერ უნდა გავერკვიო და დეტალებზე მერე შევჯერდებით. მტავარია, რომ კომპანიების წარმომადგენლებთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ეს მოხდა პანდემიის პირველი ტალღისას, ,,აირზენას" შემთხვევაში, 200 ევრო იყო ზღვარი, რომლის იქითაც ბილეთის ტარიფის ზრდა არ უნდა მოეხდინათ. აქაც დაახლოებით ასეთი მიდგომაა საჭირო. სახელმწიფოს შეუძლია გამოყოს კომისია, რომელიც იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამას არ სჭირდება წლები, ნახონ და შეადარონ რა ფასებია, მესმის, რომ ლარის გაუფასურება ფასებზე მოქმედებს, მაგრამ არა ისე, რომ 300%-ზე მაღალი ფასნამტით იყიდებოდეს მედიკამენტები, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ დონეზეა წამლები გაძვირებული, რომ გაჭირვებულ პენსიონერებს მთელი პენსია მხოლოდ წამლებზეც არ ყოფნით! ამდენი დროც არ უნდა დაეხარჯა მთავრობას, დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება", - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, მთავრობის ,ეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე, რა მიმართულებითაც პირველი ნაბიჯი უახლოეს პერიოდში იქნება გადადგმული.

როგორც ცნობილია, მედიკამეტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა 2020 წელს, ხოლო სტაციონარული მომსახურებების ინფლაცია დაბალია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

წლიურ ჭრილში 33%-ითაა გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system