თავში

რა განაპირობებს ამერიკული ინდექსების სტაბილურობას

რა განაპირობებს ამერიკული ინდექსების სტაბილურობას
რა განაპირობებს ამერიკული ინდექსების სტაბილურობას

ნოემბრიდან მოყოლებული, ამერიკული ინდექსები სტაბილურობას ინარჩუნებენ. თუმცა, როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, მიმდინარე, 3788-იანი ნიშნული რეკორდული მაჩვენებელია, როგორიც ბოლო 25 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. შენგელიას განმარტებით, ინდექსების ზრდა ძირითადად აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული. 

,,ბაზარი გადაიტვირთა, გაყიდულია ინდექსების დიდი ნაწილი და არი და მალე დაიწყებს დაშვებას. ამ მომენტში თავის ისტორიულ მაქსიმუმებზეა - 3788-იან ნიშნულზეა დაფიქსირებული.  აშშ-ში განცხადება გაკეთდა, რომ დამატებით 1,9 მლრდ დოლარი უნდა მოიჭრას, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად გააუფასურებს დოლარს, შესაბამისად, ინდექსები დაღმა სვლას დაიწყებს. ამ ეტაპზე ინდექსების ზრდა პოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული, საბოლოოდ გაიმარჯვეს დემოკრატებმა, ხოლო მათი ყოფნა ხელისუფლებაში ასოცირებულია სავალუტო ფონდთან, ფედერალურ და  და სარეზერვო სისტემასთან, რომლებიც კრიზისის შემთხვევაში ყოველთვის უწყობდნენ ხელს ფინანსურ ბაზრებს და დიდი რაოდენობით თანხა მიიმართებოდა, რომ სექტორი არ ჩამოშლილიყო. ცხადია, განწყობა ახლაც იგივეა და აქედან გამომდინარე, ინდექსების ზრდა ფიქსირდება. ეს პროცესი დაიწყო 2 ნოემბრიდან და დღემდე გრძელდება. ნოემბრის რეკორდული მაჩვენებელი გახლდათ 3023-იანი ნიშნული, მაგრამ ახლა უფრო მაღალ დონეზეა", - განმარტავს ნიკა შენგელია.

ანალიტიკოსის აზრით, ინდექსების სტაბილურობა დროებითია და შორს არ არის პერიოდი, როცა ინდექსები დაღმასვლას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ინდექსები სტაბილურობას ინარჩუნებენ. galt & taggart-ის მიხედვით, იანვრის პირველ ნახევარში ძირითადი ინდექსები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. S&P 500 ამ პერიოდში მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ S&P ინდექსში სოციალური მედიის აქციების ფასები შემცირდა, მას შემდეგ რაც Facebook-მა და Twitter-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრძალვები დაუწესეს.

ცნობისთვის, ამერიკული ინდექსების უმეტესობამ 2020 წლის ნოემბერში რეკორდულ დონეს მიაღწია. აღნიშნულ ზრდას სპეციალისტები, ძირითადად ვაქცინების შესახებ გავრცელებულ პოზიტიურ სიახლეებს უკავშირებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system