თავში

რა განაპირობებს სასტუმროების დატვირთულობას იანვარში

რა განაპირობებს სასტუმროების დატვირთულობას იანვარში
რა განაპირობებს სასტუმროების დატვირთულობას იანვარში

სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი თანდათან უმჯობესდება. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი აღნიშნავს, ამ მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არდადეგების პერიოდი და ის წამახალისებელი აქციები, რასაც მიმდინარე პერიოდში სასტუმროები მიმართავენ. გარდა ამისა, როგორც მანანა ალადაშვილი აღნიშნავს, თანდათან დაწინაურდა კახეთი, რომელიც მოთხოვნის მიხედვით ჯერჯერობით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

,,სასტუმროები მიმდინარე პერიოდში მეტ-ნაკლებად დატვირთულია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. ამას არდადეგების სეზონიც უწყობს ხელს. ამასთან, მოთხოვნის გააქტიურების  მხრივ მნიშვნელოვანია წამახალისებელი აქციები, რასაც სასტუმროები მიმართავენ. კერძოდ, 3-3 დღიანი უფასო დასვენების შესაძლებლობას აძლევენ ხალხს, აქცია მსხვილ სავაჭრო ობიექტებში თამაშდება. ჩემი დაკვირვებით და სტატისტიკითაც ჩანს, რომ დღესდღეობით კახეთი უფრო მუშაობს. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ზამთარში აქ მეტი პირობებია, რაკი გუდაური ცარიელია, ბაკურიანი უფრო კერძო სეგმენტს წარმოადგენს, ამიტომ კახეთი მოთხოვნას ინარჩუნებს. ასევე დიდი პოტენციალია აჭარაში, მით უმეტეს, თუკი მარტი-აპრილიდან ავიამიმოსვლა გააქტიურდება და უკვე მცხეთა-მთიანეთიც ჩაერთვება. ბოლო პერიოდში უცხოელი ტურისტები უფრო ნაკლებად ცნობილი რეგიონებით ინტერესდებითან, რათა რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ. ამ მხრივ კახეთი, ღვინო, კულინარია, დიდ ინტერესს იწვევს. ასევე აჭარაც, რომელსაც კახეთთან შედარებით, მეტი ცნობადობა აქვს. ზემო-სვანეთის როლიც უნდა გაქტიურდეს, ახალ სეზონს დიდი ინტერესით ველოდებით, რაც საბოლოოდ სასტუმროების დატვირთულობაზეც მნიშვნელოვნად აისახება", - აცხადებს report.ge-თან მანანა ალადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 12% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15% დააფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა გაიზარდა კახეთში, შემცირდა თბილისსა და ზღვისპირა სასტუმროებში, ხოლო სხვა რეგიონებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system