თავში

რა გავლენას მოახდენს შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიაზე

რა გავლენას მოახდენს შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიაზე
რა გავლენას მოახდენს შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიაზე

შეზღუდვები დიდწილად მოიხსნა, მაგრამ მათი ნაწილი ისევ რჩება ძალაში, რაც განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიას უქმნის პრობლემას. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან აცხადებს, რომ სანამ რეგულაციები სრულად არ მოიხსნება, ტურიზმს ძალების აღდგენა საგრძნობლად გაუჭირდება.

,,რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, ძალაში დარჩა ისეთი ტიპის შეზღუდვა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებითაა, მათ შორის, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე. გარდა ამისა, ნაკრძალები და მღვიმეები, ასევე რამდენიმე ტურისტული ცენტრი ვერ ამუსშვდება.  აქედან გამომდინარე, ისევ გაურკვეველია ტუროპერატორებისა და გიდების საკითხიც, მასობრივი ტურების მიღება ამ პირობებში გაჭირდება.  ამ დროს ვხედავ, როგორ აქტიურად ეძებენ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას, შაბათ-კვიარას თუ მუშაობენ ნაკრძალები, მუზეუმები და სხვა ტურისტული ცენტრები. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაჩნდა და ეს სფეროებიც უნდა გაიხსნას, რომ ზაფხულის ტურიზმს სასიკეთოდ უნდა დაეტყოს" - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით,  როცა გადაადგილება იქნება უფრო თავისუფალი, მეტი ადამიანი მოინდომებს სააქართველოში დასვენებას, როგორც შიდა ტურისტი, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამისთვის მნიშვნელოვანია, სტაბილურობის და დაცულობის განცდა გაჩნდეს. 

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ დარჩენილი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ივნისიდან მოიხსნება. 

,,შაბათ-კვირას ღია სივრცეებში მუშაობის დაშვება და ,,კომენდანტის საათის" გადაწევა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. თუმცა, გაუჭირდება ტურიზმს, რადგან საქართველოში დასვენებისგან ბევრი შეიკავებს თავს, თუკი ეცოდინება, რომ   სრულყოფილ სერვისს ვერ მიიღებს. საბანკეტო დარბაზები ისევ დახურულია, შეზღუდვებიის შემსუბუქება დარგს დიდად ვერაფერს მისცემს, თუ ნაკრძალები და მუზეუმები ვერ იმუშავებენ, ეს ვითარება ამ სეგმენტში მომუშავეთათვის რთულ პერიოდად რჩება. ვიმდოვნებთ, რომ არ გართულდება სიტუაცია და 1 ივნისიდან სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება", - ამბობს ბურჯანაძე report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება და მოთხოვნადი ტურისტული ადგილების - მღვიმეების და კანიონების გახსნა მოითხოვა. 

საქართველოში 92 დაცული ტერიტორიიდან 5 დახურულია. მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ესაა ადგილები, სადაც ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია. როგორც სააგენტოში report.ge-ს განუცხადეს, ამ ტერიტორიებზე დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა. სააგენტოში მათი გახსნის კონკრეტულ ვადა ვერ გვითხრეს, რადგან ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება და მალე ამ ხუთ ლოკაციზეც შეძლებენ ტურისტების მასპინძლობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system