თავში

რა იგეგმება საქართველოში 3500 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შესაქმნელად

რა იგეგმება საქართველოშისამუშაო ადგილის შესაქმნელად
რა იგეგმება საქართველოში 3500 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შესაქმნელად

„აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქრისტინე მეფარიშვილი აცხადებს, რომ სააგენტო მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. 

ექვსთვიანი კვლევის შედეგად ადგილობრივმა სპეციალისტებმა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ექსპერტებმა ერთობლივი მუშაობით საქართველოსთვის ყველაზე პერსპექტიული ბიზნესსექტორები გამოავლინეს.

„პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტრადიციულად შემომტანი სექტორები: უძრავი ქონება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. თუმცა რამდენიმე ახალი სექტორიც გვაქვს, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველში, მათ შორის ე.წ. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი და ზოგადად მომსახურების აუთსორსინგი,"-აღნიშნავს მეფარიშვილი და დასძენს, რომ აუთსორსინგის სექტორი, რომლის განვითარებასაც 2-3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს 3500 კაცს ასაქმებს.

„აუთსორსინგში იგულისხმება ბიზნეს-პროცესების მომსახურების მიწოდება. ეს სერვისები მოიცავს ისეთ მარტივ მომსახურებას, როგორიც არის ქოლცენტრი, ონლაინჩატი. გარდა ამისა, მოიცავს ცოდნაზე დაფუძნებულ სერვისებს, როგორიც არის ფინანსური, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების აუთსორსინგი. მაგალითად ამერიკული კომპანია „ბეისფორი“ საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების აუთსორსინგს აკეთებს და ამერიკაში აშენებული 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნახაზების ნაწილი თბილისში მუშავდება“, – განმარტა მეფარიშვილმა.

როგორც ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, სააგენტო მოლაპარაკებას აწარმოებს ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system