თავში

რა ინტერესები აქვთ ახალრეგისტრირებულ კომპანიებს

რა ინტერესები აქვთ ახალრეგისტრირებულ კომპანიებს
რა ინტერესები აქვთ ახალრეგისტრირებულ კომპანიებს

მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, IT ტექნოლოგიების ბაზარზე დასაქმების მეტი შანსი გაჩნდა. მისი თქმით, ახალრეგისტრირებული კომპანიების იუმეტესი ნაწილი სწორედ ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავს, რაც პანდემიით გამოწვეულ ვითარებას უკავშირდება.

,,ახალრეგისტრირებულ საწარმოებთან დაკავშირებით სტატისტიკა ჯერჯერობით მზად არ არის, თუმცა ცნობილია ბინზესის განწყობა, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიური ინტერესებისკენ არის მიმართული.  შეიძლება ათასობით ბიზნესი იხურება, მაგრამ მეწარმული სულისკვეთება მაინც არსებობს. ბიზნესი ცდილობს თუ დაიკეტა, მეორე საქმიანობა დაიწყოს, მაგრამ პრობლემაა ფული, გარანტიები, პერსპექტივას ვერ ხედავს ბიზნესი, ინვესტიციების მოზიდვა ჭირს. ყველა ელოდება, გადაიაროს ეპიდემიურმა კრიზისმა. გადაწყობა მაინც მოხდა. მოწინავე პოზიციას იკავებენ კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს  სთავაზობენ ბაზარს. წინ წამოიწია. მნიშვნელოვანია, ექსპორტზე  გავამახვილოთ ყურადღება, ეს ინვესტიციებია. ყველაზე რეალური გამოსავალია, ლოჯისტიკის კუთხითაც გასააქტიურებელია ზომები", - ამბობს მიხეილ ჭელიძე report.ge-თან.

ის, რომ ბიზნესი ალტერნატიულ წყაროებს ეძებს, გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია ეკონომისტ პაატა შეშელიძეს. მისი თქმით, ონლაინ მომუშავე კომპანიებში, ასევე IT ტექნოლოგიების ბაზარზე დასაქმების მეტი შანსია.

,,ბიზნესმა დაინახა, რომ  მთავრობა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, ამიტომ ყველა ცდილობს, როგორც შეუძლია, მიხედოს საკუთარ თავს. შეცვალონ პროფილი, ცოდნა გაიღრმავონ სხვა მიმართულებით, სინამდვილეში ბევრმა ადამიანმა უკვე დაიწყო სხვა რაღაცის კეთება და შეიძლება სხვა წყაროდან აქვს შემოსავალი. ძირითადად იმ მიმართულებით არის დასაქმების პერსპექტივა, რითაც შეიძლება მოქალაქეებმა საერთაშორისო გამოწვევებით უპასუხონ, მაგალითად, ისეთი კომპანიები, რომლებიც ელექტრონულ სივრცეში მუშაობენ, IT ტექნოლოგიები და სხვა, მომსახურების სერვისები ჯერჯერობით ნაკლებად პოპულარულია", - ამბობს შეშელიძე report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი შემცირება ჰორეკას სექტორში ფიქსირდება.

მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესისთვის 85 მილიონი ევრო გამოყო. ბიზნესის მხარდასაჭერად 85 მილიონი ევროს პროგრამა გუშინ დამტკიცდა. პროგრამით იმ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა მოხდება, რომელიც პანდემიამ დააზარალა. საერთო ჯამში პროგრამით სარგებლობას 6000 საწარმო შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system