თავში

რა კეთდება გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად

რა კეთდება გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ
რა კეთდება გაყოფილ საზოგადოებებს  შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად

"სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება.

„აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ. რაც შეეხება საგანმანთლებლო მექანიზმს - სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის’’ გამყოფ ხაზებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიებითვის 5 000-დან 100 000 ლარამდე გრანტის გაცემის პროგრამა მოქმედებს. 

ფონდის დამფუძნებლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საპარტნიორო ფონდი არიან. პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება. 

შეგახსენებთ, ბიზნესი კომუნიკაციის აღდგენის საუკეთესო საშუალებად მოიაზრება. 

„საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი „სტარტაპ საქართველოს“ ერთობლივი პროექტია,„ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, რომელიც „USAID Zrda“-სთან ერთად ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ფინანსდება „საპარტნიორო ფონდის“ სტარტაპ-საქართველოს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები, რომლებზეც დაფინანსებულ თანხას დამწყებ მეწარმეებს „USAID Zrda“ გრანტის სახით უორმაგებს. 

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ანალოგიური პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც“,- აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system