თავში

რა ხარვეზია ,,შეღავათიან აგროკრედიტთან" დაკავშირებით

რა ხარვეზია ,,შეღავათიან აგროკრედიტთან" დაკავშირებით
რა ხარვეზია ,,შეღავათიან აგროკრედიტთან დაკავშირებით

წლებია, მთავრობა ახორცილეებს სოფლის მეურნეობის პროგრამას ,შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლის ფარგლებში მილიარდობით ლარია გაცემული. წესით, ამას აგრარულ სფეროში დიდი გარღვევა უნდა გამოეწვია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეფექტი ჯერეჯრობით უმნიშვნელოა. ამის მიზეზად აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე კონტროლის სისუსტეს მიიჩნევს. მისი თქმით, აგროკრედიტების დანახარჯმა ვერ უზრუნველყო სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და გაცემული თანხის მომგებიანობა ხშირად მცირეა, რაც პროექტის ეფექტიანობას ამცირებს.

,,შეღავათიანი აგროკრედიტი" ერთ-ერთი ყველაზე ხანგძლივი პროგრამაა, ძალიან საჭიროც, თუმცა მან მაინც ვერ მოგვცა სასურველი შედეგი. ამის მიზეზია ის, რომ ხშირად პროექტები მიზნობრივი დანიშნულებით ვერ ხორციელდება. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ბევრია წარუმატებლობის მაგალითიც. როდესაც ამხელა ფული იხარჯება მთავრობის მიერ, კარგი იქნება, რომ ფერმერმა აგროკრეტდითით დაიწყოს მიზნობრივი საქმიანობა, ვიდრე შემდეგ მთავრობის ხელისშემყურე გახდეს.წინასწარ უნდა გათვალო შედეგი, მათ შორის ისიც, დახარჯული რესურსი რამდენად ადგება შემდეგში დარგის განვითარებას. პროექტმა მთავარ გამოწვევას უნდა უპასუხოს, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტი უმნიშვნელო იქნება და ფული გაიფლანგება. გაწეული ხარჯის მიუხედავად, საქართველოში წარმოების ტემპი იმდენად მცირეა, რომ არათუ ექსპორტის ზრადს განაპირობებს, საკუთარ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს", - ამბობს აროშიძე report.ge-თან.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს აგროექსპერტი ანზორ მესხიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს არა უშუალოდ დაფინანსების პირველ ეტაპზე, არამედ კრედიტის დასრულების შემდეგაც რამდენიმე წლის განმავლობაში.

,,ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არა მხოლოდ წარმოების პროცესში, არამედ კრედიტის დასრულების შემდეგაც, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში. პირველ რიგში, მიზნობრივი მიმართულებები უნდა გამოიკვეთოს. დაფინანსების დიდი ნაწილი ტექნიკურ უზრუნველყოფას და ინავაციებს უნდა მოხმარდეს, რადგან სწორედ ესენი დარგის ყველაზე დიდი გამოწვევა.  დახმარებები, რომც გაორმაგდეს, არასაკმარისი იქნება, სანამ სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროდ არ ჩამოყალიბდება", - აცხადებს report.ge-თან მესხიშვილი.

ცნობისთვის, 2 მილიარდ 910 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მლნ ლარი, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების კუთხით. ამის შესახებ მის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში შეღავათიანი აგროკრედიტით 300 მლნ ლარზე მეტი გაიცა.

გაცემულია 425,442,203 ლარის ღირებულების 6,573 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 74,295,448 ლარი. მათ შორის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system