თავში

ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2,893 აგროსესხი

ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2,893 აგროსესხი
ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2,893 აგროსესხი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვან კულტურებზე გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 

წელს ახალი ბაღები 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, ხოლო მომავალ წლებში ქვეყანაში 5,000 ჰექტრამდე ჰექტარზეა გაშენებული ახალ ინტენსიური ბაღი გაშენდება. ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული. ლევან დავითაშვილის თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 10,00 ჰა-მდე მიწის ფართობზე.

ცნობისთვის, „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

შეგახსენებთ, მომავალში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა და სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტის სახით განახორციელებს.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს ემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system