თავში

მეთხილეები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

მეთხილეები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ
მეთხილეები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე.

შეგახსენებთ, თხილის მოსავლიანობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 15 ათასი ტონით მოიმატებს. მეთხილეთა ასოციაციის პროგნოზით შარშანდელთან შედარებით,  წლევანდელ სეზონზე თხილის ფასი 3 ლარით მოიმატებს და ის სავარაუდოდ, 7-9 ლარის ფარგლებში გაიყიდება. ასოციაციის ცნობით, წელს მოსავლიანობა 50 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც ფერმერებს 0,5 მილიარდ ლარის შემოსავალს მოუტანს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system