თავში

რა კითხვებია იმპორტირებული დენის ტარიფთან დაკავშირებით

რა კითხვებია იმპორტირებული დენის ტარიფთან დაკავშირებით
რა კითხვებია იმპორტირებული დენის ტარიფთან დაკავშირებით

ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შემდეგ, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ჩაშლილად გასაჯაროებას ენერგეტიკსოებიც ითხოვენ. მათი განცახდებით, არსებობს დაუდასტურებელი, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი, რომ  საშუამავლო ფირმებს საქართველოში იაფად შემოაქვთ დენი და გაზი, რომელიც შემდეგ მომხმარებლამდე გაძვირებული ტარიფით აღწევს. მთავარ პრობლოემად ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ხელშეკრულებების გაუმჭვირვალობას მიიჩნევს, რითაც, მისი თქმით, ზარალდება ბიზნესი და მოსახლეობა, რომელსაც ტარიფები მძიმე ტვირთად აწვება.

,,ცალსახად ვემხრობი, რომ დოკუმენტები გასაჯაროვდეს და ხელმისაწვდომი გახდეს დაინტერესებული პირებისთვის. ცხადია, საშუამავლო ფირმების ინტერესებშია მაღალი ტარიფი, მით უმეტეს, არსებობს ეჭვი, რომ ტარიფი ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც მოსახლეობას აზარალებს. ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება, ტარიფი გასაჯაროვდება, საერთოდ, ენერგეტიკაში გამჭვირვალობა სერიოზული პრობლემაა. ასეა გაზის სეგმენტშიც, რეალურად ჩვენ ვზარალდებით. ახლა იმის ტქმა, რომ ტარიფია იაფია ან ძვირი, მყარ არგუმენტს მოკლებულია, რადგან ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. ცხადია, რაც მეტი ინფორმაცია გვეცოდონება ჩვენი გადასახადების შესახებ, მით უკეთესი, ეს არის ის თანხა, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვიხდით", - ამბობს report.ge-თან მურმან მარგველაშვილი.

ენერგეტიკაში დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. მისი პოზიციაა, ყველა ენერგოკომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები გასაჯაროვდეს, რადგან თავიდანვე განსაზღვრული საბაზისო ტარიფები, სავარაუდოდ, გაცილებით იაფია, ვიდრე რეალურად უნდა იყოს.

,,ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალეა და უამრავ კითხვას აღძრავს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება, თავიდან ბოლომდე ეჭვს იწვევს ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები. ყველა საიდუმლო ინფორმაცია რაღაც მანიპულაციებს შეიცავს და უნდა გამოვლინდეს. ეს უკვე ვარაუდიც არ არის, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საშუალომავლო კომპანიები აძვირებენ ელექტროენერგიის ტარიფს, რაც სისტემის შიგნით ყველამ იცის. აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა სპეციალისტს, ვინც ხელშკრულებების გასაჯაროებას ითხოვს“, - ააცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

ამდენად, ერთ-ერთი გამოსავალი, ენერგეტიკოსის თქმით, დოკუმენტების გასაჯაროებაა, რამაც მაქინაციები უნდა გამორიცხოს. ჭიჭინაძის შეფასებით, როცა საუბარია, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს სრულყოფილი, რაც შეიძლება უნდა შემცირდეს ის დანაკარგები, დანარიცხები, რაც დენს აძვირებს და საწარმოო პროცესში შეფერხებას იწვევს.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, აფბამ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ორგანიზაციაში report.ge-ს აუხსნეს, აფბა ითხოვს საჯარო ინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის დეტალური ტარიფების შესახებ. ორგანიზაცია ითხოვს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაში, დეტალურად იქნას ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების მიხედვით, ე.წ საკონტრაქტო ფასების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system