თავში

რა კომპონენტების მიხედვით კონტროლდება საწვავი საქართველოში

რა კომპონენტების მიხედვით კონტროლდება საწვავი საქართველოში
რა კომპონენტების მიხედვით კონტროლდება საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ხარისხი 4-5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით კონტროლდება. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა report.ge-თან განმარტა, თანამედროვე სტანდარტისგან ქვეყანა ჯერ კდიევ შორსაა, რადგან ევროპული ნორმა, მინიმუმ, 10 კომპონენტს მოიცავს და ამ მაჩვენებელს საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

,,მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სტანდარტი დაწესებულია როგორც ბენზინზე, ასევე დიზელის მიმართ. ბენიზინის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გოგირდის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, ოქტანოლის და ტყვიის შემცველობის მაჩვენებლები, სულ 5 კომპონენტი. დიზელის შემთხვევაში 4 კომპონენტია: გოგორდი, სიმკვრივე, ციტენის რიცხვი და პოლიციკლური ნახშირწყალბადები. საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკით, მათ შორის, როცა მწარმოებელი პროოდუქტზე სერთიფიკატს იძლევა 10-ზე მეტი კომპონენტია. რეგულარულად მოწმდება ყველა კომპონენტი, რომელიც ბენზინისა და დიზელის ხარისხს განსაზღვრავს. ეს არის ევროპული ნორმა. თავისთავად, საბოლოოდ რომ გაკეთდეს საფუძვლიანი შეფასება ხარისხთან დაკავშირებით, ყველა კომპონენტი უნდა შემოწმდეს. სწორედ ამაზე საუბრობს ბიზნეს-ასოციაცია, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. თუკი ხარისხის გაუმჯობესება გვინდა, კომპონენტები უნდა დაემატოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული", - ამბობს მთვრალაშვილი და კონტროლის შემაფერხებელ ფაქტორზეც დასძენს, რაც მისი თქმით, ლაბორატორიების ტექნიკურ აღჭურვილობას უკავშირდება.

,,როდესაც საწვავის კონტროლზე ვსაუბრობთ, მეორე  მნიშვნელოვანი თემაა ადგილზე არსებული ლაბორატორიები, რამდენად არიან მზადყოფნაში სრულყოფული შემოწმებისთის, ბევრი სამუშაოა გასაწევი. პირველ რიგში ტექნიკური აღჭურვილობა არის გასამართი იმ ლაბურატორიების, სადაც საწვავი უნდა შემოწმდეს. კომპონენტების რაოდენობა გაფართოვდება და ლაბორატორიებსაც სპეციალური რეკომენდაციები მიეცემა, მხოლოდ ასე მივიღებთ რეალურ სურათს საწვავის ხარისხთან დაკავშირებით", - ამბობს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ მოსალოდნელი ცვლილებით, დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ის გახდება ევრო 5-ის შესაბამისი, კერძოდ, მასში გოგირდის შემცველობა იქნება არაუმეტეს 10 მგ/კგ-სა;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია საწვავის ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ორგანიზაციაში განმარატვენ, რომ საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის კუთხით განხორციელებული ცვლილებების პარალელურად, აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება. ორგანიზაციის პოზიციას ,,სოკარიც" იზიარებს და კომპონენტების ზრდის მომხრეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system