თავში

რა ქონებას ფლობენ რუსები საქართველოში

რა ქონებას ფლობენ რუსები საქართველოში
რა ქონებას ფლობენ რუსები საქართველოში

როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში" ვკითხულობთ(53 გვერდი), ბოლო ოთხი, 2015-2018 წლების განმავლობაში საქართველოში უცხოელების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

2015-2018 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში, საკუთრებაში 15 133 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს. მეორე ადგილზეა - ირანი, მესამეზე კი - უკრაინა. 

დოკუმენტის მიხედვით, უცხოელებმა წელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკლები რაოდენობის მიწა დაირეგისტრირეს, თუმცა მათ საკუთრებაში, შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მეტი უძრავი ქონება აღმოჩნდა.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში გაიზარადა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა და იკლებს საქართველოდან რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

ფულადი გზავნილების(28-29 გვერდები) ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის, თუმცა ბოლო წლებში მზარდია ისრაელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system