თავში

რა კრიტერიუმით შეარჩევს მთავრობა ახალ ინვესტორს ანაკლიის პორტისთვის - VIDEO

რა კრიტერიუმით შეარჩევს მთავრობა ახალ ინვესტორს ანაკლიის პორტისთვის
რა კრიტერიუმით შეარჩევს მთავრობა ახალ ინვესტორს ანაკლიის პორტისთვის - VIDEO

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურ დერეფანში სერიოზული ინვესტორის ან ახალი სერიოზული გადამზიდავის შემოსვლით მოვიზიდოთ მეტი ტვირთი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მიმართ მთავრობას ინტერესი არასოდეს დაუკარგავს და ეს იყო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა ინიცირებული. 

ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის შანსი, რომ ჩვენს ეკონომიკურ დერეფანში შევქმნათ უფრო დიდი ეკონომიკური აქტივობა, მოვემსახუროთ ლოგისტიკურ ბიზნესს, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული ლოკაცია გამოვიყენოთ ჩვენი განვითარებისთვის. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს წინადადებებს ინტერესთა გამოხატვისთვის, ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი იქნება EBRD, რათა მოვძებნოთ ანაკლიის პორტისთვის ახალი, ძლიერი ინვესტორი, რომელსაც ექნება რესურსი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი განავითაროს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და ჟურნალისტებს ის მოთხოვნები გააცნო, რაც მთავრობას ანაკლიის მომავალი ინვესტორის მიმართ ექნება.

,,ჩვენ ვაყალიბებთ მოთხოვნებს ინვესტორების მიმართ, რომ ინვესტორს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, ფინანსური რესურსები და სტრატეგიულად მისაღები იყოს. რაც შეეხება იმას, ფოთის პორტის გაფართოება შეიძლება თუ არა იყოს ბარიერი ანაკლიის პორტისთვის, გიპასუხებთ, რომ არ უნდა იყოს ბარიერი, რადგან ფოთის პორტზე ვსაუბრობთ, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებაზე. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფოთის პორტის ტერმინალი უკვე გაფართოვდა. ანაკლიის პორტი კი არის საშუალება იმისთვის, რომ სერიოზულმა ინვესტორმა მოიზიდოს ისეთი გადამზიდავი, როგორიც არის ფოთში მაგალითად „მაერსკი“, ანაკლიაში ეს შეიძლება იყოს სხვა გადამზიდავი კომპანია. ანაკლიის ინვესტორს ბევრად უფრო მეტი შეღავათი და ბევრად მეტი დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სხვა პორტის ინვესტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, 2020 წლის 9 იანვარს შეუწყვიტეს. მიზეზად საქართველოს მთავრობამ კონსორციუმის მხრიდან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system