თავში

რა პრობლემა აქვს საგარეო ვაჭრობაში საქართველოს

რა პრობლემა აქვს საგარეო ვაჭრობაში საქართველოს
რა პრობლემა აქვს საგარეო ვაჭრობაში საქართველოს

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუ არ ცავთვლით ეპიდემიურ პერიოდს თუ არ ჩავთვლით. თუმცა, იმის გამო, რომ ბაზრები სატანადოდ დივერსიფიცირებული არ არის, სასაქონლო ჯგუფების გადანაწილებასთან დაკავშირებით ქვეყანა გარკვეულ პრობლემას აწყდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, მსხვილი მოთამაშეების გარდა, საშუალო ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლა უჭირს.

,,მრავალვექტორული საგარეო ურთიერთობები საქართველოს 130-მდე ქვეყანასთან აქვთ და მონოპოლიური მდგომარეობა მათ შორის არც ერთ ბაზარზე არ ფიქსირდება, რაც დადებითი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ვითარება საკმაოდ მოწყვლადია როგორც ექსპორტში, ასევე იმპრტშიც. ღვინის სეგმენტი რომ ავიღოთ, პროდუქციის 3/5 რუსეთშია, 2015 წლამდეე ეს მაჩვენებელი 87%-ს შეადგენდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 64%-მდე შემცირდა. ამ მონაცემის მიხედვით, წელიწადში რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის წილი 1,5%-ით მცირდება, რაც არასაკმარისია. საექსპორტო ქვეყნების ტრაექტიორიას თუ შევაფასებთ, არადამაკმაყოფილია, თუ მსხვილი მოთამაშე არ არის, საშუალო ბიზნესს გრძელვადიან პერსპექტივაზე ბიზნესის გათვლა უჭირს. ეკონომიკის სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, რომ დივერსიფიცირება იქნას განხორციელებული. ეს მომენტები არის გასათვალისწინებელი, თუმცა ღირებულებითი ფორმით თუ შევაფასებთ, ყველაფერი ლაგდება და რომელიმე ქვეყანასთან განსაკუთრებით არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს მყიფე სიმშვიდეა, როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მეტი დივერსიფიცირებაა საჭირო", - აცხადებს report.ge-თან სტატისტიკოსი.

ასეთ ფონზე საყურადღებოა საქსტატის მონაცემი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 670 048.4 ათას დოლარს გაუტოლდა და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა რიგებში მეოთხე ადგილს იკავებს. მას მოსდევს სომხეთი ბრუნვის 465 530.4 ათას დოლარიანი მაჩვენებლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system