თავში

რა რისკია სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტისთვის

რა რისკია სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტისთვის
რა რისკია სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტისთვის

სახელმწიფო საწარმოებში ფინანსური მაჩვენებლების მზარდი კლება ბიუჯეტისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ის, რაზეც სპეციალისტების ფართო წრე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად საუბრობს, უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული, რაც საჯარო ფინანსების მდგრადობისთვის საშიშია. ფინანსისტების შეფასებით, პრობლემა საპარტნიორო ფონდის ცუდი მენეჯმენტით არის განპირობებული, რამდენადაც პრიორიტეტები არასწორად განისაზღვრა. 

ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი report.ge-თან სახელმწიფოს მხრიდან საჯარო საწარმოების პრივატიზაციის მცდელობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ იგეგმება ისეთი მსხვილი სტრუქტურების გაყიდვა, როგორსაც ,,საქართველოს რკინიგზა" და ,,საქართველოს ფოსტა" წარმოადგენენ.

,,საპარტნიორო ფონდის არის ცუდი,სტრუქტურა,  რომელიც სახელმწიფო საწარმოების უმეტესობას ფლობს. მისი მენეჯმენტი არ ვარგა, პრიორიტეტებს რომ გადავხედოთ, მის მიერ დაფინანსებული საწარმოები არანაირად არ მოდის იმ სტანდარტთან, რასაც უნდა აკეთებდეს მსგავსი შესაძლებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურა. უმეტესად აფინანსებენ სასტუმროებს და არამწარმოებლურ დარგებს, რამაც ფინანსური პრობლემა გამოიწვია. ამ ეტაპზე კი მიმაჩნია, მათი რეპუტაციის შელახვა მიზანმიმართულად ხდებოდეს. ცხადია, ყველა სახელმწიფო საწარმო არ არის წარუმატებელი, მაგრამ მათი უმეტესობა აშკარად ზარალიანია. რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოში ჩამოსული იყო გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა, რომელმაც შეისწავლა საპარტნიორო ფონდი, იქ არსებული სახელმწიფო კომპანიები და გაკეთდა ძალიან კარგი დასკვნა, როგორ მოეხდინათ ფონდის რეორგანიზაცია. კერძოდ, გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდი განვითარების ბანკად უნდა გარდაექმნათ. თუმცა საქართველოში, სადაც 2 ბანკი ლამის ყველაფერს აკონტროლებს, ასეთი მიდგომა ვერ გაამართლებდა და ამიტომ არის ასეთი პრობლემა. ახლა იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია მოახდინონ და მსხვილი სტრუქტურები ნაცნობ ბიზნესებს ჩაუგდონ ხელში, არ გამოვრიცხავ, ასე მოხდეს ", - აცხადებს ჯანიაშვილი.

მისი თქმით, არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები დიდ ტვირთ წარმოადგენენ ბიუჯეტისთვის და საფრთხეს უქმნიან ეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია ასეთ სტრუქტურებში მენეჯმენტის შეცვლა, რაც სწორედ საპარტნიორო ფონდით უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ მიმოხილვას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ზარალის დიდი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სხვა. ზარალთან ერთად 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system