თავში

რა რისკს უქმნის ბანკებს საპროცენტო განაკეთების შესაძლო კლება

რა რისკს უქმნის ბანკებს საპროცენტო განაკეთების შესაძლო კლება
რა რისკს უქმნის ბანკებს საპროცენტო განაკეთების შესაძლო კლება

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით საბანკო ასოციაციის მიერ გაკეთებულ პროგნოზს არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივა რეალურად არ ჩანს, პირიქით, შეიძლება ზრდა დაფიქსირდეს, რადგან ბანკებს ლარის გაუფასურების კომპენსირებას უწევთ.

,,ლარი უფასურდება და სავალუტო კურსი არაპროგნოზირებადია, ამიტომ ლარში გაცემული სესხები სარისკოა, დაზღვევის მიზნით ბანკებს საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოუწევთ, ეს უფრო ნიშანდობლივად მეჩვენება, ვიდრე პირიქით - განაკვეთების კლება. რეფინანსირების განაკვეთები არ მიემართება სასესხო ოპერაციებში, იგი ბანკების ლიკვიდურობისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება უშუალოდ საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე, შეიძლება მოკლევადიანი დაკრედიტების დროს გამოიყენონ რეფინანსირების სესხები, რაღაც გარკვეული ნაწილი, დანარჩენი - ლარში გაცემული სესხების სავალუტო რისკის კომპენსირება იქნება საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ხარჯზე, სხვანაირად შეუძლებელია. ლარის მიმართ ნდობა რეალურად დაკარგულია და ნებისმიერ სესხს, რომელიც იქნება ლარში გაცემული, თან მოსდევს სავალუტო რისკი, რომლის კომპენსირება მხოლოდ განაკვეთების ზრდით არის შესაძლებელი", - ამბობს ხომიზურაშვილი და ყურადღებას ამახვილებს ერთ გარემოებაზეც, კერძოდ, ფინანსისტის შეფასებით, ბანკები ლარში სესხების გაცემისას ცდილობენ, რომ რაღაც ნაწილი (ექვივალენტი) დოლარში დაარეზერვონ.

,,ეს არის ერთის მხრივ გარანტია, რომ თუკი გაუფასურდება ლარი და სესხი გაფუჭდება, ვალუტის ხარჯზე კომპენსირებას მოახდენენ. ბანკები ცდილობენ რეფფინანსირების სესხის აღების დროს ეს თანხები პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიმართონ დოლარის შესაძენად, ამიტომ საპროცენტო განაკვეთები არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება, ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმებით", - განმარტავს ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, საბანკო ასოციაციამ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთების შემცირება დააანონსა. ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია უკვე სახეზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system