თავში

რა რისკს უქმნის ინვესტიციებს ინვესტორთა მიერ წამოწყებული დავები

რა რისკს უქმნის ინვესტიციებს ინვესტორთა მიერ წამოწყებული დავები
რა რისკს უქმნის ინვესტიციებს ინვესტორთა მიერ წამოწყებული დავები

ანალიტიკოსების შეფასებით, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა და ,,ფრონტერასთან" დაკავშირებული პროცესები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს შეარყევს, თუმცა ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არნახულად დიდი იქნება ფინანსური ზარალიც, რაც შეიძლება ქვეყანას კომპენსაციის მიზნით დაეკისროს. ამის საფუძველს, ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, იძლევა ის სუსტი არგუმენტები, რომელიც, მისი აზრით, სახელმწიფოს მოსარჩელე მხარეების მიმართ გააჩნია.

,,კონსორციუმთან დავა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე, რაც საქართველოს უწარმოებია. შემაშფოთებელი სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის, დიდი ზარალი შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ამ დავების გამო. განსაკუთრებით კონსორციუმთან დაკავშირებით, რადგან მისი არგუმენტები ამ შემთხვევაში საკმაოდ მყარია, რაც ძალიან მაღელვებს. მასთან შედარებით, ჩვენი მხარის როლი ძალიან სუსტია. იგივეა ფრონტერას მიმართაც, საერთო ფონი იქმნება შემაშფოთებელი და საზიანო, რადგან ორივე შემთხვევაში ამერიკელ ინვესტორებთან გვაქვს საქმე. ვხედავთ იმასაც, რა სისტემური ხედვა ჩამოყალიბდა აშშ-ში საქართველოსთან მიმართებაში და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის, რადგან ზარალის კომპენსირების მიზნით შეიძლება ,,კონსორციუმმა" მოითხოვოს კოლოსალური თანხა და მის მიმართ ჩვენს სახელმწიფოს მაინც და მაინც მყარი არგუმენტები არ აღმოაჩნდება. როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირ, დიდი ზარალი გველის. შეიძლება ითქვას, რომ სისტემური მანკიერებაა, რამაც თავის იჩინა ამ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებს ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, კითხვებია კონსორციუმთან დაკავშირებითაც.

,,მთავრობის დამოკიდებულება ინვესტორის მიმართ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, რადგან ეს იყო წმინდა წყლის სისტემური შეტევა. რაც არ უნდა ლოგიკური იყოს ხელისუფლების ქმედებები, მის სასარგებლოდ ვერ იმუშავებს აპელირება იამზე, რომ ,,კონსორციუმი" არ ასრულებდა ვალდებულებებს, ეს მიამიტი არგუმენტი ვერ იქნება გამამართლებელი", - დასძენს გია ხუხაშვილი report.ge-თან საუბრისას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს. ქართულ სახელმწიფოსთან პოზიციას არც ,,ფრონტერა" თმობს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system