თავში

რა როლი აქვს ფინანსურ სექტორს ეკონომიკური შოკის შერბილებაში

რა როლი აქვს ფინანსურ სექტორს ეკონომიკური შოკის შერბილებაში
რა როლი აქვს ფინანსურ სექტორს ეკონომიკური შოკის შერბილებაში

"ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილი და გარემო პირობებზე მორგებული რჩება იმისათვის, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკების გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება უზრუნველყოს," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, ეკონომიკური შოკის უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, ფინანსურ სექტორს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია გაგრძელდეს ეკონომიკის დაკრედიტება. 

"ამ მიმართულებით კი ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის დაფინანსების მხარდასაჭერად კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერები გამოთავისუფლდა. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება თანმიმდევრულად უმჯობესდებოდა, რამაც საბანკო სექტორს შოკებთან გამკლავების უკეთესი უნარი და ფინანსური შუამავლობის გაგრძელების საშუალება მისცა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაიზარდა და 35.88 მლრდ ლარს გაუტოლდა. ლარში გაცემული სესხები 219.0 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 15.49 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 59.3 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.47 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system