თავში

რა შანსი აქვს საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას

რა შანსი აქვს საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას
რა შანსი აქვს საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას

აგრარული სფეროს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ  მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს. როგორც პროფესორი პაატა აროძიძ report.ge-თან აღნიშნავს,  სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტების საშუალებით შესაძლებელია ტრადიციული დარგი თანდათან განვითარდეს, თუმცა რაც 90-იან წლებამდე იყო, ამ შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორც აროშიძე ამბობს, საბჭოთა ეპოქაში აბრეშუმის წარმოების მაჩვენებელი 2500-3000 ტონას აღწევდა. 

,,წარმოების ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის. 90-იან წლებამდე დარგი მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რადგან ვალდებულება არსებობდა, რომ ყველა ოჯახს ჰყოლოდა აბრეშუმის ჭია და სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ. მართალია, ამას დღევანდელ პირობებში არავინ ითხოვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მეაბრეშუმეობა პრიორიტეტებს შორისაა და ამ მიმართულებს განვითარებით მთავრობაც არის დაინტერესებული. საქართველოში აბრეშუმის წარმოების მნიშვნელობას და ტრადიციას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, ამით თით მეფეები იყვნენ დაინტერესებული. სპარსეთი ძალიან ხშირად კეტავდა გზას და არ ატარებდა მგზავრებს, რომლებსაც აბრეშუმი მიჰქონდათ ბიზანტიაში. ხოლო ვახტანგ გორგასალი ადგენდა გეგმას, რომ ვყოფილიყავით ამ პროდუქტის ერთ-ერთი მომწოდებელი. სამწუხაროდ, ეს დარგი საქართველოში მოკვდა და ახლა არის შესაძლებლობა, რომ წარმოება გამოცოცხლების გზას დაადგეს, სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე პროექტიც არის განხორციელებული, თანდათან, მაგრამ მაინც არის შეიძლება, რომ წარმოების ტემპი გავზარდოთ და აღვადგინოთ მივიწყებული ტრადიცია" - ამბობს აროშიძე. 

დარგის განვითარებას მხარს უწყობს კერძო სექტორის რამდენიმე ინიციატივაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ბანკის მხარდაჭერით, ახმეტაში, ზემო ალვანში, მატყლის გადამამუშავებელი მინი საწარმო გაიხსნა. ამჟამად საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდეა. პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები არიან.

საწარმო აქტიურად აწარმოებს ძაფსა და თექას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system