თავში

რა შეიძლება გავყიდოთ კორეაში

რა შეიძლება გავყიდოთ კორეაში
რა შეიძლება გავყიდოთ კორეაში

კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების სურვილსქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი თქმით, სავაჭრო ურთიერთობა იქნება ორმხრივ მნიშვნელოვანი.  აკადემიკოსის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი რესურსი, რომ კორეაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი მოახდინოს. ასევე მოხერხდეს ამ მიმართულებით სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების გატანა, რის პოტენციალიც დიდია.

,,ძალიან საინტერესო იქნება სავაჭრო ურთიერთობების დაწყება კორეასთან, ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში წინსვლას მიაღწია. მისი პროდუქცია ჩვენთვის არ არის სიახლე ახლაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა. კორეული პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამდენად, კორეასთან თავისუფალი ვაჭრობა კარგ შედეგს მოიტანს როგორც საქართველოსთვის, ცხადია კორეასთვისაც, რადგან ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ექსპორტი გავააქტიუროთ ამ მიმართულებით, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარჯზე. ასევე მინერალებისა და წიაღისეულის ექსპორტი შეგვეძლება, მით უმეტეს, თუკი ადგილზე გადამუსავდება. დიდი რესურსია განათლებაშიც, მათ შორის მეცნიერებასა და სამედიცინო სექტორში. ველოდები, რომ კორეული მხარე ამ ურთიერთობით ინტენსიურად დაინტერესდება", - აცხადებს სილაგაძე.

მისი ინფორმაციით, კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იყო 90-იან წლებშიც. კონტაქტების ინტენსიურად დასამყარებლად ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ რატომღაც ეს ურთიერთობა იმხანად ვერ გაღრმავდა. ამ ეტაპზე, როგორც აკადემიკოსი ვარაუდობს, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისთის მეტი შესაძლებლობაა. 

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადასვლაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე ქვეყნები კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე მსჯელობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system